ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა.
ნახშირის მასის ჩამოშლის შედეგად, ნანგრევებში სავარაუდოდ, ორი ადამიანია მოყოლილი.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ხმა ისმის, რომელიც შველას ითხოვს.