„ტრაგედიის ადგილამდე ჯერ კიდევ სამი კილომეტრია გასავლელი“ _ მაშველები გომისმთისკენ ფეხით მიიწევენ
გომისმთისკენ ამ წუთებში მაშველები ფეხით მიდიან. მეტრ-ნახევრამდე თოვლში სიარული ჭირს.
_მაშველები ფეხით მიიკვლევენ გზას, მიდის ტრაქტორი, მიყვება ორი ჯიპი. ჯერ „ვახტანგას საცივამდე“, ტრაგედიის ადგილამდე, სამ კილომეტრამდე მანძილია გასავლელი. “ _ თქვა „გურია ნიუსთან“ გზამშენი -18“-ის უფროსმა, თემურ ჯახვამ.
როგორც ვწერდით, წუხელ გომისმთაზე ოთხი ბოხვაურელი ახალგაზრდა წავიდა. ე.წ. „ვახტანგას საცივი“, ის ადგილია, სადაც ახალგაზრდები შეჩერდნენ. თოვაში მოხვედრილებმა, გზა ვეღარ გააგრძელეს, გარდაცვლილია ერთი მათგანი. მძიმეა სამის მდგომარეობა, რომელთა ჩამოსაყვანად ახლა სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მიეშურება.