ტრაგიკულად დაღუპულ 42 წლის მეხანძრე-მაშველს, გიორგი ლელაშვილს თბილისში, დღეს კრძალავენ.
“ძალიან დასანანია ასეთი ახალგაზრდა. მთელი საქართველო გლოვობს. უფალმა ნათელი დაგიმკვიდროს, ჩვენო გიო”,-წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ , 21 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაიღუპა მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი, 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილი. ის კედლის ჩამონგრევას ემსხვერპლა.