“ტრაგიკულად დავკარგე ჩემი ერთადერთი, საფიცარი ძმა. მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის”,_ ამ პოსტს სოციალურ ქსელში ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმა ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხას კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღუპა. როგორც ცნობილია, მას ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადავარდა.