“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სენაკში არხში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
“არ ვიცით, ზუსტად რა მოხდა. ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”,-გვეუბნება წყარო.
დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” შსს-ში არკვევს.
უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ავტორი