შშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყს სანქციების დაწესებით დაემუქრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
„ერაყში ძალიან ძვირადღირებული სამხედრო-საჰაერო ბაზა გვაქვს. მის მშენებლობაზე აშშ-ის ბიუჯეტიდან არაერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ჩვენ არსად წავალთ, თუ ამ ფულს არ გადაიხდიან. თუ წასვლას გვთხოვენ და ჩვენ ამას ორმხრივი შეთანხმების გარეშე ვიზამთ, ერაყს ისეთ სანქციებს დავუწესებთ, როგორიც მათ მანამდე არასდროს უნახავთ. ასეთი სანქციები ირანისთვისაც კი არ დაგვიწესია“, – განაცხადა ტრამპმა.