აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ უარყო მისი მოსაზრება, რომ უკრაინამ და რუსეთმა „იქ უნდა გაჩერდნენ, სადაც არიან“ და დაიწყონ მოლაპარაკებები.
„ვფიქრობ, რომ უნდა გავჩერდეთ იქ, სადაც ახლა ვართ – და აქ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მართალია. უნდა გავჩერდეთ იქ, სადაც ვართ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შევაჩეროთ და შემდეგ დავიწყოთ საუბარი (ომის დასრულებაზე)… მაგრამ საქმე პუტინშია – რადგან ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია,”_ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

































































