აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს დაფინანსება შეუწყვიტოს იმ ფედერალურ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებიც სტუდენტების პროტესტს დაუშვებენ, _ იუწყება Reuters.
„ყველა იმ კოლეჯს, სკოლას ან უნივერსიტეტს, რომლებიც მოსწავლეებს და სტუდენტებს უკანონო პროტესტის ნებას დართავენ, შეუწყდებათ ფედერალური დაფინანსება; აგიტატორებს ან დავაპატიმრებთ ან სამუდამოდ გავასახლებთ თავიანთ ქვეყნებში; პროტესტში მონაწილე ამერიკელი სტუდენტები სამუდამოდ გაირიცხებიან სასწავლებლიდან ან დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, დაპატიმრდებიან“, _ დაწერა ტრამპმა სოცქსელებში.