ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, გუანტანამოს ციხეში 30 000-მდე არალეგალ მიგრანტს მოათავსებენ.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის დაავალებს თავდაცვის დეპარტამენტსა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს, გუანტანამოზე მოამზადონ დაწესებულება “ყველაზე საშინელი არალეგალი კრიმინალებისთვის”.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ამჟამად, ცენტრში იმყოფებიან ზღვაში დაკავებული პირები.