ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება ნატოში ბრაზილიის შესაძლო გაწევრიანების შესახებ გლობალურ დაპირისპირებას ზრდის. ამის შესახებ The Vestnikavkaza-ს ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.
„გაურკვეველია, მან წაიკითხა თუ არა ვაშინგტონის ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს ვინ შეიძლება გახდეს ნატოს ალიანსის წევრი“, _ აცხადებს გრუშკო.
მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები კონფრონტაციული გარემოს განმუხტვას ხელს არ უწყობს.