BBC- ის ინფორმაციით, რომის პაპი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა, მიგრანტების დეპორტაციის შესახებ, სირცხვილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ვატიკანის რეზიდენციიდან იტალიურ სატელევიზიო გადაცემასთან საუბრისას, პაპმა ფრენსისმა თქვა, რომ ტრამპის გეგმა თუ გახორციელდა, ამით პრობლემა ვერ გადაწყდება, ხოლო გაღარიბებული ადამიანების ცხოვრებაზე კი კი ცუდად აისახება.
ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებისთანავე დაიწყებდა საბუთების არ მქონე ემიგრანტების ყველაზე დიდ გაძევებას ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში.
BBC- ის ინფორმაციით, ინტერვიუში რომის პაპი შეეხო მიგრანტების საკითხს ევროპაშიც.
“ზოგიერთ ამ ქვეყანაში არის მთელი სოფლები, რომლებიც ცარიელია. კარგი, კარგად გააზრებული მიგრანტების პოლიტიკა დაეხმარება ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა იტალია და ესპანეთი”, – თქვა მან.