“აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მოხარული იქნება, თუ რუსეთი კვლავ შეუერთდება დიდ შვიდეულს (G7)”, _ იუწყება AFP.
თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა რუსეთის G7-დან გარიცხვას „შეცდომა“ უწოდა.
G7 არის არაფორმალური საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც აერთიანებს დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიას, კანადას, საფრანგეთს, იაპონიას და შეერთებულ შტატებს.
რუსეთი ამ გაერთიანების მუშაობაში მონაწილეობდა 1997-2014 წლებში _ იმ დროს “დიდი რვიანი” (G8) ერქვა.
რუსეთი ამ გაერთიანებიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ გაირიცხა.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს უნდა მიეცეს საშუალება კვლავ შეუერთდეს G7-ს.
მან, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს მონაწილეობას ნებისმიერ მოლაპარაკებებში, რომელიც ომის მშვიდობიანად დამთავრების შესახებ გაიმართება.