ზუგდიდში „ტრიბუნას“ ოფისის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.გ. და 1986 წელს დაბადებული რ.გ.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ზუგდიდში, პარტიის ოფისში ფარულად შეაღწიეს. დ.გ.-მ და რ.გ.-მ აღნიშნულ ოფისში ტელევიზორი და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს, პოლიციამ ორივე პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა.
ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: ზუგდიდში “ტრიბუნას” ოფისის გაქურდვა სცადეს