https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ტროტუარებზე განთავსებული ბაზარი და ცარიელი დახლების ქრონიკა

11:07; 5.07.2018
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გარევაჭრობის პრობლემა ახალი თემა არ არის ოზურგეთში, თუმცა, რაც დღეს აქ, კერძოდ, აგრარულ ბაზართან ახლოს მდებარე აბაშიძის ქუჩაზე ხდება, ამ სფეროში დღემდე არსებულ ყველა უწესრიგობის ფარგლებს სცილდება.

აბაშიძის ქუჩაზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო ხაზიცაა, დილიდანვე ტროტუარები სავსეა სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მეურნე ადამიანებით. პირდაპირ გზაზე აწყვია გასაყიდად გამოტანილი აგრარული კულტურები _ კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ტყემალი, სხვადასხვა მწვანილეული. რძის ნაწარმი _ ყველი, ნადუღი. რძე ბოთლებით ტროტუარზეა დალაგებული და გამვლელ-გამომვლელს ფეხებში ედება. ბაზარში ჩასასვლელ ქუჩაზე კი ქალბატონები, ქათმებით და ინდაურებით ხელში მყიდველებს უხმობენ. ფაქტობრივად, შუადღემდე ტროტუარებს შეთავსებული აქვს “სავაჭრო დახლების” ფუნქცია, რის გამოც ყოველ წუთს გამოთქვამს უკმაყოფილებას ქალაქის მცხოვრებთა და გამვლელ-გამომვლელთა დიდი ნაწილი.

“ამ საქმეს ვინ უნდა მიხედოს? რას ჰგავს აქაურობა! ვის მოსწონს ტროტუარზე “ცელოფნის” პარკებით დაწყობილი ყველი?! მტვერსა და ნაგავში ყრია ამდენი პროდუქტი და ბოსტნეული. ბოსტნის გადმოტანა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე რა წესია?! რომელი საუკუნეა _ ელემენტარული წესრიგის ღირსი არ ვართ?!” _ ამბობენ ოზურგეთელები.

“გურია ნიუსი” ადრე დილით არაერთხელ გავიდა აბაშიძის ქუჩაზე და მოვაჭრეებს გაესაუბრა, რომლებიც ვინაობის დასახელებას გაურბიან.

“ორ საათამდე ვიქნებით და მერე გავათავისუფლებთ აქაურობას”; “ყველა იდგა და მეც მოვედი და დავდექი”; “რა დროს ბაზარში ჩასვლაა, აქ არ ჯობს?! უცებ ამოვათავებ ამ ტყემალს და წავალ”; “ადრე დაგვდევდნენ, ახლა შეგვეშვნენ”; “გვიჭირს საწყალ ხალხს, თავი დაგვანებეთ”… _ ასეთია მოვაჭრეთა ლოგიკა.

კითხვაზე _ რამდენად უსაფრთხოა გამყიდველთა ასე განლაგება ტროტუარებზე, როცა ზოგიერთი სამანქანე გზაზეც კი დებს ტომრებსა თუ ჩანთებს, გულგრილად გვპასუხობენ: “რა არის საშიში? ბორბლებში კი არ ვუხტებით მანქანებს, “შოფრობა” თუ ისწავლა ვიღაცამ, გაიაროს კიდეც”, _ ამბობენ ისინი.

ამ დროს, აგრარულ ბაზარში, რომელიც შპს “სოფლის ნობათის” სახელით ფუნქციონირებს, საკმაოდ კეთილმოწყობილი დახლების მესამედზე მეტი ცარიელია. როგორც ბაზრის დირექციაში გვეუბნებიან და დახლებთან მდგომი მოვაჭრეებიც ადასტურებენ, დღიური გადასახადი მხოლოდ ერთი ლარია.

“ერთ ლარს გაურბიან და გამვლელ-გამომვლელს ფეხებში ედებიან. გარეთ გადავიდა თითქმის ნახევარი ბაზარი. ეს მართლაც მეტისმეტია. ჩვენამდე, ვინც აქ ვდგავართ, წესებს ვემორჩილებით და ვვაჭრობთ, მყიდველი არ უნდა მოვიდეს? გადავიდეს მაშინ ყველა აბაშიძის ქუჩის ტროტუარზე _ რად უნდათ ეს ბაზარი?! ვდიოთ ხალხს უკან კარტოფილით და ყველით ან წინ დავუდგეთ და ასე უფრო ადვილი იქნება პროდუქტის გასაღება”, _ ამბობენ ბაზარში დარჩენილები.

შპს “სოფლის ნობათის” დირექტორი ნოდარ ცინცაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ თითქმის ყველა გარეთ, ტროტუარზე დადგა: “ერთი ლარია მოსაკრებელი და ამასაც არ იხდიან _ გადიან გარეთ. ბუნებრივია, ეს ძალიან ცუდად აისახება შემოსავლებზე. ჩვენ მივმართეთ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შუქრი გაბრიჩიძეს. ბევრს ეცადა ისიც, თუმცა, შედეგი არ გვაქვს. კანონმდებლობაც არ არის შესატყვისი _ ხომ ვერ ეჭიდავები ადამიანს?! აქ საკმაოდ ნორმალური პირობები გვაქვს _ კეთილმოწყობილია დახლები, მზისგან და წვიმისგან დაცული. გვაქვს წესრიგი და სისუფთავე”, _ გვითხრა ნოდარ ცინცაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე ამ მომენტისთვის ურეკში იმყოფება, სადაც ზღვის სეზონია და ანალოგიური მდგომარეობაა გარევაჭრობის მხრივ:

_ რა გითხრათ? ახლა ურეკში ვარ. რა ვუყოთ აქაურობას?! აქაც იგივე და უარესი მდგომარეობაა. ტროტუარებზე სხედან. მე სულ დავრბივარ იქაც, როცა ვარ, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ.

_ ზედამხედველობის სამსახურის ყველა თანამშრომელი ურეკშია? ბატონო შუქრი, თუ იცით, რა მდგომარეობაა აბაშიძის ქუჩაზე? ტროტუარები დახლებად არის ქცეული, ბაზარი ცარიელია…

_ ხუთნი ვართ. სამი თანამშრომელი ახლა აქ ვართ. ვიცი, რა მდგომარეობაც არის, მაგრამ სხვა გზა არ არის.

_ დანარჩენი ორი სად არის? ოზურგეთში არავინ ჩანს თქვენი სამსახურიდან.

_ ურეკს რა ვუყოთ? ადრე 11 თანამშრომელი გვყავდა, ცალკე სამსახური იყო, ძალაუფლებაც მეტი გვქონდა და შედეგსაც ვაღწევდით.

_ ანუ ოზურგეთის ბაზარი ტროტუარებზე უნდა განთავსდეს?

_ მაშინ დასვით საკითხი, სამი-ოთხი თანამშრომელი დაგვიმატონ(?!).

_ ადრე როგორ ახერხებდით წესრიგის დამყარებას?

_ ყველაფერზე მივდიოდით, კარგი გაგებით და იმიტომ. იძულებით შევიყვანეთ, იყო ჯარიმები. თუმცა, მერე გამოჩნდა, რომ ასე არ შეიძლება. ჟურნალისტებიც უკან დაგვდევდნენ და იურისტებიც, რატომ შეგყავთ ბაზარშიო.

_ ახლა რატომ არ აჯარიმებთ? ბაზარში მოვაჭრეები ამბობენ, რომ საკმარისია ერთი ადამიანი დააჯარიმონ, ყველა შიგ შემოვაო…

_ მთლად მასე არ არის. კანონმდებლობით, გარევაჭრობის თემა ასეთია: როცა ტომრებით თუ ჩანთებით ტროტუარზე დგებიან, უნდა დააჯარიმოს პატრულმა. მე არ მაქვს უფლება, ხელი მოვკიდო, გადავუგდო რაიმე ან იძულებით წავიყვანო. პირადობას ვერ ვთხოვთ _ უმეტესად არ აქვთ. პატრული გვეუბნება, თავში თუ ჩაგცხეს, მოვალთო. თავი უნდა გამიტეხონ, რომ მოგვეშველონ? მიმართეთ, აბა, საპატრულო პოლიციას, რატომ არ გაჰყავთ ტროტუარიდან ეს ხალხი?! რამდენიმე მოვაჭრე აქ, იცით, როგორ “მამლობს”? ჩვენ რევოლუცია მოვახდინეთ და აბა, ერთი გაბედეთ და აქედან გაგვყარეთო. ასე ესმით ეს ყველაფერი. ერთხელ მთელი კვირა ვიბრძოლეთ. გავწმინდეთ ტროტუარები. მოვიდნენ მერე, ვიღაცამ ადვოკატი მოიყვანა, ქალს შაქარმა აუწია ტროტუარიდან რომ გააგდეთო და აქეთ მემუქრებოდნენ.

_ გამოსავალს რაში ხედავთ? გარევაჭრობა უკვე საქართველოს ყველა ქალაქში მოწესრიგებულია და ოზურგეთის მსგავსად, ტროტუარებზე არსად სხედან სოფლის ნობათის გამყიდველები.

_ აპირებენ რეორგანიზაციას. გვეუბნებიან, რომ დაგვიმატებენ თანამშრომლებს. ვნახოთ, რაღაც საშველი იქნება. ახლა კი ურეკს ვერ მივატოვებთ _ როგორმე ეს სეზონი უნდა დასრულდეს. აბაშიძის ქუჩაზეც შენდება დიდი სავაჭრო მაღაზია. არეულია გარემო და ზოგი ამით სარგებლობს, იქვე ჯდება სავაჭროდ. უახლოეს პერიოდში, შევძლებთ ამ ყველაფრის მოწესრიგებას, _ გვითხრა გაბრიჩიძემ.

საკითხავია, როგორც ბატონმა შუქრომ გვითხრა, პატრულს ჩვენ, ჟურნალისტებმა უნდა მივმართოთ, რომ ტროტუარზე დამსხდარი მოვაჭრეები ბაზარში შეიყვანონ ან ზედამხედველობის სამსახურს თუ თანამშრომლების დამატება სჭირდება, ეს საკითხიც ჩვენ უნდა დავსვათ? საინტერესოა, ამ დროს რას აკეთებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, რომლის სახელითაც არა ერთი მოვაჭრე ზედამხედველობის სამსახურის უფროსსაც კი ემუქრება, თურმე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

საქართველოს სწორუპოვარი და საკაცობრიო მნიშვნელობის დენდროლოგიური ტყე-პარკების შექმნა შეუძლია

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ფაქტს იძიებს

22:41; 12.02.2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12.02.2026
პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ

20:38; 12.02.2026
საზოგადოება

ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

20:21; 12.02.2026
საზოგადოება

ილიაუნთან აქცია მიმდინარეობს

19:57; 12.02.2026
პოლიტიკა

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან პლასტმასის მასალაში განთავსებული სურსათის გაცემა

19:21; 12.02.2026
სამართალი

უკანონოდ გასაღებული იარაღით ჩადენილი მკვლელობა – ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

19:03; 12.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული

18:55; 12.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი: ასეთი ზომები ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო

18:28; 12.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18:13; 12.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:40; 12.02.2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12.02.2026
პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა”- ილიაუნის რექტორი

16:49; 12.02.2026
ფინანსები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

16:18; 12.02.2026
პოლიტიკა

საია ეხმიანება და კრიტიკულად აფასებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატის გაძევებას

16:12; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო