https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

წაბლის ხეების ჭრის “ახალი მეთოდი” და მოსალოდნელი ხანძარი ანასეულში

11:03; 8.03.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გაზეთი “გურია ნიუსი” ერთი კვირის წინ წერდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ანასეულში, რამდენიმე ჰექტარ ფართობზე, უნიკალური წაბლის ხეების გაჩეხვის შესახებ. ეს ფაქტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ მხოლოდ “უვარგისი ტოტების გასხეპად” შეაფასა, ხოლო ფართობის შესახებ, რომელზეც მრავალი წაბლისა და ნაძვის ხეა მოჭრილი და მოთხრილი, თქვა, რომ თავისი ქვრივი ნათესავისაა, რომელსაც ქალბატონი იჯარით ფლობს და მალე თავად გადმოიფორმებს, რადგან ქვრივ ქალს აღარ შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა.

“გურია ნიუსს” ანასეულის და მისი მოსაზღვრე ნარუჯის მცხოვრებლები აწვდიან სარწმუნო ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ ანასეულში, სხვადასხვა ადგილზე კვლავ გრძელდება უნიკალური წაბლის ხეების ჩეხვა, თუმცა, ბრაკონიერების მიერ შერჩეულია “ახალი მეთოდი” _ მრავალწლიან უზარმაზარ ხეებს, რომლებიც ზოგჯერ ორ ან სამ ნაწილად არის განტოტილი, აჭრიან ერთ მხარეს, თითქოსდა, უვარგის ნაწილს “საჭირო გასხეპის” მიზნით. ნარუჯელები შიშობენ, რომ ნაძვების ქარსაფრის ვრცელ ზოლს, რომელიც დეპუტატ ბიგვავას “ქვრივი ნათესავის” საგანგებოდ დამუშავებულ ნაკვეთს გასდევს, გაზაფხულზე კატასტროფა ემუქრება.

_ როცა აღნიშნულ ფართობზე წაბლის და ნაძვის ხეები მოჭრეს, მთელი ნაკაფი მასა ბულდოზერებმა ქარსაფარი ზოლის გასწვრივ, ნაძვებს ძირში მიუყარეს. მოგეხსენებათ, დათბობისთანავე, გაზაფხულზე ბევრგან ჩნდება საეჭვო ხანძრები. ასანთის ერთი ღერის ანთება და მთელ ქარსაფარ ზოლზე ავარდნილი ალი ცაში ავა. აქ ამბავი იქნება, მტრისას _ მთელი დასავლეთ საქართველოს სახანძროს მობილიზებაც ვერ უშველის, რადგან ათეულობით ნაძვის ხის ძირთან სათითაოდ არის გამზადებული საჭიაკოკონე მასალა. ქარიც უფრო კარგად წაგვიღებს და რაც მთავარია, ეს მერე ნარუჯის და ლაითურის მოსახლეობას დაბრალდება, თვითონ კი ნახევრად გადარჩენილ ნაძვებს მოჭრიან, სამასალედ გამოიყენებენ, ახალ ფართობებს კი გამოათავისუფლებენ, ჩვენკენ კი თითს გამოიშვერენ _ “აჭარლები ჭრიანო”.

მოიყვანეთ დეპუტატი ბიგვავა, ან ვინც გნებავთ და აქაურობის უსაფრთხოებას მიხედონ. ეს ტონობით ნარჩენი ნაგავი რომ ქარსაფარ ნაძვებს მიაყარეს, ძალიან საეჭვო ამბავია. ამხელა ფართობი რომ პირწმინდად მოაშიშვლეს, მოეყარათ თავი რამდენიმე ადგილას და დაეწვათ, რაღა კილომეტრზე გაჭიმულ ქარსაფარ ზოლს მიახვეტეს? მაგრამ საჭირო დროს უცებ დაწვავენ და იმიტომ ქნეს. “ძაღლი ვინც მოკლა, მანვე გადაათრიოს” _ მერე ნარუჯის მოსახლეობას არ დააბრალონ ქარსაფარი ზოლის გადაწვა, წინასწარ გეუბნებით, _ ამბობენ ნარუჯელები.

მოსახლეობის ვარაუდი და ეჭვები რომ საფუძველს მოკლებული არაა, ადგილზე მისული ადამიანი არც შეეჭვდება. “გურია ნიუსმა” წინა სტუმრობის შემდეგ, ანასეულის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილზე (ამჯერად ეს ბიგვავას ფართობს არ ეხება. ავტ.) ხელმეორედ ნახა ახლად მოჭრილი წაბლის ხეები, სულ ხუთი ძირი, რაც ჩვენმა ფოტოობიექტივმა დააფიქსირა.

ადგილობრივებმა გვაჩვენეს, ასევე, წლების წინ მოჭრილი ძვირფასი ხეტიტას გადანაჭერი ძირები.

_ ყველა ამ ქმედებაში მაღალჩინოსნები და აქ დასაქმებული რამდენიმე მეცნიერი იყო ჩართული. დაგვეხმარეთ _ რაც დარჩა, ის მაინც არ გაჩეხონ! რას ქვია, საკუთრებაა? იჯარით აღებულ ფართობს მიადგე და წითელ წიგნში შეტანილი საუკუნოვანი ხემცენარეები უმოწყალოდ გაჩეხო, კანონი და ნამუსია? მიწები ხომ დაიტაცეს და ამის გარკვევას დიდი დრო დასჭირდება, თან ან დაგანებებენ ან არა. შეაჩერეთ ასწლოვანი უნიკალური ხეების ჩეხვა, დაგვეხმარეთ, რაც ამათ ნაჯახს გადაურჩა, ის მაინც შეგვანარჩუნებინეთ, _ გვეუბნებიან ადგილობრივები.

“გურია ნიუსს” სანდო წყარომ აცნობა და ადგილებიც მიუთითა ანასეულის ტერიტორიაზე, სადაც 3-4 მეტრზე დახერხილი წაბლის ხის მორები იყო დაწყობილი. ჩვენ ადგილზე მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მივედით, თუმცა, იქ მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანების საბურავების ნაკვალევი დაგვხვდა, რაზეც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ხუმრობის ხასიათზეც დადგნენ, წაღება დაგასწრესო…

“გურია ნიუსი” წერდა იმის შესახებაც, რომ ანასეულის ტერიტორიაზე ერთ ჰექტრამდე ფართობი, რომელზეც წაბლის ტყეა გაშენებული, მუნიციპალიტეტის მერიამ აუქციონის წესით მას შემდეგ გადასცა კერძო მფლობელს, რაც მუნიციპალიტეტის საკრებულომვე უარი თქვა იჯარით გაცემაზე. აღნიშნული ფართობი, სამწუხაროდ, ერთადერთია ანასეულის ტერიტორიაზე, რომელიც პირველყოფილი სახით შემორჩა. ახალი მფლობელის მიზანი, რომ აქ ფუტკრის სკები უნდა დადგას, მოსახლეობაში ეჭვს აჩენს _ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ტყესაც “ბიგვავას ფართობის ბედი ეწევა”.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ რიტორიკული კითხვა დასვა: “დაუშალა ვინმემ ფუტკარს ხესთან მიფრენა?”

“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ფაქტები ბოლო დროს წაბლის ხეების უმოწყალო ჩეხვის შესახებ, ახალდაწყებული პროცესი არ არის და ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ხდება. 100 ჰა ფართობზე მეტი ტერიტორია _ ჩაის, სუბტროპიკული კულტურების ექსპერიმენტული ნაკვეთებით, უნიკალური ხის ჯიშებით სავსე ტყე-პარკი, რომელიც ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან იყო გაშენებული, გაიჩეხა, გაიძარცვა და განადგურდა. ანასეულის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი დაექვემდებარა ეკონომიკის სამინისტროს, ექსპერიმენტული და სამეურნეო ნაკვეთების ნაწილი აღმოჩნდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე. ეკონომიკის სამინისტრო, როგორც აქაურები ამბობენ, სამწუხაროდ, არავის უთანხმებს ან აგებინებს თავის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებას. ამიტომ შეძლეს გარკვეულმა პირებმა ანასეულის ფაბრიკისა და მთელი ტერიტორიების ერთ ლარად პრივატიზება.

დღეისთვის ზოგიერთი მეცნიერი ახერხებს გარკვეული კონტროლი მოახდინოს ამა თუ იმ ნაკვეთის მდგომარეობაზე, თუმცა, შეწყვეტილია ექსპერიმენტების ციკლი და ის დაკონსერვდა. უმეტესი ექსპერიმენტული ნაკვეთების მდგომარეობა კი ბურუსითაა მოცული, ასევეა სამეურნეო ნაკვეთები.

არა ერთი მეცნიერი განმარტავს, რომ ტერიტორიის კერძო მფლობელი არ არის ანგარიშვალდებული მოსახლეობის თუ დაინტერესებული პირის წინაშე, თუმცა, საკითხავია, ვინ როგორ, რა გზის, კანონის როგორი მორგებით ჩაიგდო ხელში უზარმაზარი ფართობები.

_ ეს სამომავლოდ იწვევს გამოუსწორებელ შედეგს და კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო ჩარევა არ მოხდა. მაშინ აგრარული დარგისა და აგრარული მეცნიერების რეაბილიტაციის მიზნით სამეცნიერო კვლევები თუ ექსპერიმენტები ნულიდან იქნება დასაწყები, _ გვეუბნებიან აქ.

“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ დაჩქარებულია ანასეულის ტერიტორიების გაყიდვა თუ იჯარით ხელმეორედ გადაცემის პროცესები. ამიტომ ამ ეტაპზე ტერიტორიების კერძო მფლობელების დადგენა რთულდება, მუნიციპალიტეტისა და იუსტიციის სახლის სამსახურების ჩარევის გარეშე.

ანასეულში მიმდინარე პროცესებს შორის უფრო პრობლემატური და მწვავე საკითხების ირგვლივ “გურია ნიუსი” იმ სამსახურების წარმომადგენლებს ესაუბრა, ვისაც ეს ყველაფერი პირდაპირ თუ ირიბად ეხება.

შუქრი გაბრიჩიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი:

 _ მასა, რომელიც ქარსაფარი ზოლის გასწვრივ არის დაყრილი, უნდა გაიტანოს მან, ვინც დაყარა. ჩვენ ველოდებით გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურიდან პასუხს, სადაც აღნიშნულის თაობაზე გაგზავნილია მოკვლეული მასალა. შემდეგ ვიმოქმედებთ. გასაგებია, რომ ხანძრის გაჩენის საშიშროება დიდია და ეს საქმე ჩვენი მისახედია. აუცილებლად მოხდება გაწმენდა და დაევალება მას, ვინც ეს მოიმოქმედა.

_ ბატონო შუქრი, “გურია ნიუსმა” ამჯერადაც ნახა ახალმოჭრილი წაბლის ხეები.

_ გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ ასეთ ფაქტებზე მივმართავთ გარემოს დაცვის სამსახურს. გარდა ამისა, ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა, ყოველ კვირაში დადიან მანდ და მე მგონი, რეაგირება ახდენენ.

ვალერიან ჯინჭარაძე, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:

_ ანასეულის ტერიტორიაზე წაბლის ხეების მოჭრის შესახებ გეტყვით, რომ დათვალიერებულია და დასურათებულია ტერიტორია, შედგა აქტი და ინფორმაცია და ფოტომასალა ატვირთულია ჩვენს ელექტრონულ ქსელში. ჯერ უნდა მოხდეს ტერიტორიის დადგენა. საჯარო რეესტრში გაგზავნილი გვაქვს წერილი ტერიტორიის დადგენის მიზნით, თუ ვისია ეს ფართობი. შესაძლოა, ნაწილი სახელმწიფოსი აღმოჩნდეს, ნაწილობრივ კი სულაც სხვისი იყოს. როცა რეესტრიდან პასუხს მივიღებთ და ეს მალე მოხდება, შემდეგ მოვახდენთ რეაგირებას და ამის თაობაზე აუცილებლად გაცნობებთ.

რაც შეეხება იჯარით აღებულ ფართობზე უნიკალური ჯიშის ხეების ჭრას, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი, იურისტი, სამართალმცოდნე კახა ჩავლეშვილი ასეთ განმარტებას აკეთებს:

_ იჯარით აღებულ ფართობზე, არათუ წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობაზე, არამედ ჩვეულებრივი ხის მოჭრაც არ შეიძლება მესაკუთრის თანხმობის გარეშე. სულერთია, ვინ იქნება ეს მესაკუთრე _ თვითმმართველობის ორგანო, სახელმწიფო თუ კერძო პირი.

“გურია ნიუსი” დაელოდება მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურისა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს რეაგირებას ამ უმწვავეს თემაზე და ინფორმაციას მივაწვდით.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ცენტრის პრეზენტაცია ლანჩხუთში

გამოკითხული ბავშვების 82 პროცენტი პენსიონერობაზე ოცნებობს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ”

20:38; 1.02.2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1.02.2026
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1.02.2026
პოლიტიკა

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს

18:44; 1.02.2026
მსოფლიო

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

17:35; 1.02.2026
მსოფლიო

ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

17:16; 1.02.2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026
მსოფლიო

ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

13:22; 1.02.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის ფაქტი – დაკავებულია 1 პირი

12:38; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო