უკრაინის პრეზიდენტის ეკონომიკური საბჭოს მდივანი რანაირად შემოიპარა, არავინ არაფერი იცოდა, რა განზრახვა ჰქონდა, გგონიათ, მართლა ხინკლის კუჭების დასათვლელად შემოვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მოვა იმაზე საუბრის დრო, თუ რა განზრახვით შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში.
„რისთვის ჩამოვიდა ეს ადამიანი აქ, რისთვის შემოიპარა?! ან საიდან შემოიპარა? მოვა ამაზე საუბრის დრო. ეს ომიც დამთავრდება, ღრმად ვარ დარწმუნებული, დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის დამარცხებით, მაგრამ ხომ დასრულდება და ვინმე ან უკრაინის ხელისუფლებიდან, ან არ ვიცი საიდან, ამ ქვეყანაში ვინც იქნება ხელისუფალი, ხომ აუხსნის, როგორ შემოიპარა ოდესის პორტიდან ფოთის პორტამდე ეს ადამიანი? უკრაინის პრეზიდენტის ეკონომიკური საბჭოს მდივანი რანაირად შემოიპარა, არავინ არაფერი იცოდა? რა განზრახვა ჰქონდა, გგონიათ, მართლა ხინკლის კუჭების დასათვლელად შემოვიდა? შესაძლოა, ეს მისი ჰობია სხვა რაღაცეებთან ერთად, მაგრამ რა გზით შემოვიდა? ვინ იყო სპონსორი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ვინ შემოაგზავნა ეს ადამიანი აქ არჩევნების წინ, იქ ომამდე სამი თვით ადრე“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
imedinews