წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კონფლიქტი არასრულწლოვნებს შორის მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოზარდმა მეორეს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა.
“ფორმულას” ინფორმაციით, ჭრილობები მსუბუქი ფორმისაა, თუმცა მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
“ფორმულას” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.