ამ წუთებში წალენჯიხაში, სოფელ მიქავაში ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.
“ხანძარი, დააახლოებით, სამ ჰექტარზეა გავრცელებული. ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა,”-აცხადებს “გურია ნიუსთან” წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია.
დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.
ავტორი