ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდება – პროგნოზს ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს.
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა.
არსებულ ჩამონათვალს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა.
რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.