სწორი
მსგავსი ფორმის წარბების მქონე ადამიანი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს არა გულით, არამედ გონებით. ალბათ, ძალიან ორგანიზებული ხართ: გიყვართ ყველაფერში წესრიგი და ლოგიკა. ცდილობთ ყველაფერი გათვალოთ და დაუგეგმავ სიტუაციებს გაექცეთ. არ ხართ იმპულსიური, საკუთარი თავის ხელში აყვანა შეგიძლიათ, რის გამოც ადამიანებს ცივი ჰგონიხართ.
მოკლე ხაზი
ადამიანები წარბების მოკლე ხაზით ცხოვრობენ დევიზით: “სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე”. თუ ასეთი წარბები გაქვთ, ვერ ეგუებით ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს ზედმეტად დრამატულ ჭრილში აღიქვამენ. ისტერიკა, ყვირილი და სკანდალები თქვენი სტიქია არ არის. ასევე, ჭორებს თავს არიდებთ, ვერ იტანთ სხვა ადამიანების განსჯას. ამის გამო შეიძლება ზოგიერთმა კოლეგამ არამეგობრულად აღგიქვათ.
ნახევარმთვარე
როგორც წესი, ადამიანები მომრგვალებული წარბებით ნამდვილი ალტრუისტები არიან. ყოველთვის ცდილობენ სხვების საჭიროებებზე იფიქრონ. თუ ასეთი წარბები გაქვთ, რბილი და მზრუნველი ადამიანი ხართ. ბევრი მეგობარი გყავთ, რომლებსაც მუდამ სჭირდებათ თქვენი გვერდში დგომა და რჩევის მიღება.
წვეტიანი დაბოლოებებით
თუ ბოლოებში წაწვეტებული წარბები გაქვთ, რეაქტიული ნატურა ხართ. იმპულსიური და ემოციური, რომელიც გადაწყვეტილებებს ელვის სისწრაფით იღებს, მაგრამ ისინი ყოველთვის სწორი არ არის. მსგავსი ხასიათის წყალობით ყველაფერზე საგულდაგულოდ დაფიქრებას ვერ ასწრებთ.
გრძელი ხაზი
ადამიანები წარბების გრძელი ხაზით, ენერგიის წყაროები არიან. ალბათ, ბევრი მეგობარი და ნაცნობი გყავთ, რომლებიც სწორედ თქვენთან ცდილობენ თავიანთი პრობლემების გაზიარებას. თვენ კი მზად ხართ ყველას მოუსმინოთ. გიყვართ მოსმენა და თქვენი დადებითი ენერგეტიკა ყველას ყოფნის.
თხელი წარბები
თხელი ხაზები ადამიანის უხეშ ხასიათზე მეტყველებს. იმდენად პირდაპირი ხართ, რომ ხანდახან ადამიანებს აგრესიული ეჩვენებით. თუ რამის მიღწევა გსურთ, ამას აუცილებლად აისრულებთ – ნებისმიერი გზით. კარიერაში “წინ ჯიუტად სიარული” ძალიან გეხმარებათ, მაგრამ ურთიერთობებში ეცადეთ ცოტა სირბილე გამოიჩინოთ.
თხელი ხაზები ადამიანის უხეშ ხასიათზე მეტყველებს. იმდენად პირდაპირი ხართ, რომ ხანდახან ადამიანებს აგრესიული ეჩვენებით. თუ რამის მიღწევა გსურთ, ამას აუცილებლად აისრულებთ – ნებისმიერი გზით. კარიერაში “წინ ჯიუტად სიარული” ძალიან გეხმარებათ, მაგრამ ურთიერთობებში ეცადეთ ცოტა სირბილე გამოიჩინოთ.
მაღლა აქაჩული წარბები
მახვილად მოღუნული აქაჩული წარბების მფლობელები როგორც წესი, ხასიათით პერფექციონისტები არიან. ყოველთვის მაქსიმალურ ძალისხმევას ხარჯავთ, ყველაფერი იდეალურად რომ იყოს. ეს ეხება როგორც სამსახურს და ურთიერთობებს, ასევე წვრილმანებს. საკმარისად თვითკრიტიკული ხართ, ამიტომაც სხვა ადამიანებს მაღალ მოთხოვნებს უწესებთ. ფრთხილად იყავით: სრულყოფილებისკენ სწრაფვა საჭიროა, მაგრამ ზომიერად.
ფართო წარბები
ფართო წარბების მფლობელები ძალიან თვითდაჯერებულები არიან, მაგრამ ამის ჩვენება დიდად არ უყვართ. პირდაპირი ხართ და ხშირად ამბობთ ზუსტად იმას, რასაც ფიქრობთ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანებს ყოველთვის არ მოსწონთ. მაგრამ მაინც ყველას უყვარხართ, გულახდილობის და აქტიური ცხოვრების წესის გამო.