ამერიკელმა ფსიქოლოგმა ოტმანმა წარმატებული ქორწინების „სიმპტომები“ დაასახელა. თუ 60 პროცენტს მაინც ეთანხმებით, ესე იგი, გაგიმართლათ:
- არასდროს გიფიქრიათ, რომ თქვენი მეუღლის ცუდი გუნება-განწყობის მიზეზი თავად ხართ.
- დარწმუნებული ხართ, რომ სავსებით იმსახურებთ იმ ყურადღებას, რომლითაც მეუღლე განებივრებთ.
- ჩხუბის დროს ორივე აღიარებთ თქვენს წილ დანაშაულს და პასუხისმგებლობასაც თანაბრად ინაწილებთ.
- მიგაჩნიათ, რომ ოჯახში მოვალეობა-ვალდებულებები სამართლიანად არის გადანაწილებული.
- მშვიდად შეგიძლიათ ერთმანეთთან საუბარი ნებისმიერ თემაზე (მათ შორის ინტიმურზეც).
- თქვენს თავს სხვა წყვილებს არ ადარებთ და მათი ურთიერთობების არ გშურთ.
- ისევ ერთად გეგმავთ „უიქენდებს“ და თავისუფალ დროს. არ გაღიზიანებთ ერთმანეთის ჰობი.
ავტორი