https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“წარმოდგენაც არ სურთ, რომ დამარცხდებიან!” _ ოზურგეთში უკვე ბევრი უკრაინელი შეიფარეს

21:45; 28.04.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოსა და უკრაინის, როგორც ქვეყნების ურთიერთობა, ძმობისა და მეგობრობის უამრავ წლებს რომ ითვლის, ეს ორივე ერს, დიდი ხანია, გაცნობიერებული ჰქონდა და აქვს.

რუსეთის აგრესიის შემდეგ, როცა ის უკრაინას თავს დაესხა, ალბათ, ბევრი უკრაინელიცა და ქართველიც მაინც ფიქრობდა, რომ ომი მალე შეჩერდებოდა!

თუმცა, მოხდა პირიქით და დღეს მსოფლიო ხედავს, როგორ დაუნდობლად ბომბავს და მიწასთან ასწორებს მეზობელ მოძმე ერს, თავისივე სისხლსა და ხორცს მოწოდებით დამპყრობელი.

საქართველოში, კერძოდ კი გურიაში, ბევრია ოჯახი, რომელსაც არათუ კონკრეტული მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს უკრაინასთან, არამედ ეროვნებით უკრაინელი დედა, ბებია თუ მამა ან ბაბუა ჰყავთ.

ახლა აქ, სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში არა ერთი უკრაინელი შეიფარეს. ასევე, ბევრი კერძო ოჯახი გამოთქვამს სურვილს, საკუთარ სახლში მიიღონ ომისგან დევნილი ადამიანები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრებ ალექსანდრე ღლონტს ბებია უკრაინელი ჰყავდა.

როგორც ბატონი ალექსანდრე ამბობს, ბებია და მისი ოჯახი, ჯერ კიდევ ოცდაათიან წლებში ჩამოსახლდნენ საქართველოში. შემდეგ ქალბატონი ქართველ მამაკაცზე (ალექსანდრეს ბაბუაზე) დაქორწინდა და სოფელ ნაღობილევში დაფუძნდნენ. ექვსი შვილი შეეძინათ და ცხოვრობდნენ ბედნიერად.

_ ბებიაჩემის ძმა უკრაინაში ცხოვრობდა და 80-იან წლებამდე ახლო ურთიერთობები გვქონდა. შემდეგ, როცა ყველაფერი აირია, კავშირები მისუსტდა. მერე, როცა ინტერნეტი გახდა ჩვენი ყოველდღიურობა, მე თვითონ დავუკავშირდი, მოვძებნე ბებიაჩემის ძმისშვილები და გავაგრძელეთ ურთიერთობა. ახლა კი, როცა ომი დაიწყო, სასწრაფოდ დავუკავშირდი მათ. ვკითხე, როგორ იყვნენ, სად იმყოფებოდნენ, ჰქონდათ თუ არა საკვები პროდუქტები. ვთხოვე, რომ სასწრაფოდ წამოსულიყვნენ საქართველოში, _ გვიამბობს ბატონი ალექსანდრე.

მათ თავიდან უარი თქვეს, თუმცა, მოგვიანებით, როცა უკვე სარდაფში ათენ-აღამებდნენ და ომმა საშიში მასშტაბი მიიღო, ბატონმა ალექსანდრემ კატეგორიულად თხოვა ნათესავებს, სასწრაფოდ წამოსულიყვნენ საქართველოში.

_ მამაჩემის ბიძაშვილები, ორი ქალბატონი და ოთხი ბავშვი, უკვე ჩვენთან იმყოფებიან. ჩვენს დას ჩაქვში ბინა აქვს. თვითონ ჩემი და თბილისში ცხოვრობს ჩაქვში კი მის ბინაში დავაბინავეთ ექვსივე უკრაინელი სტუმარი. საკვებზე ნათესავები ვზრუნავთ. ჯერჯერობით, მათთვის პროგრამული ღონისძიება არაფერია დაგეგმილი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მალე მოგვარდება ეს ყველაფერი. საქართველო ხომ პირველ ადგილზე აღმოჩნდა მსოფლიოს ქვეყნებს შორის, რომელმაც უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია? _ ამბობს ალექსანდრე ღლონტი და გვიამბობს წლევანდელ სააღდგომო დღესასწაულზე, როცა უკრაინელი ნათესავები ოჯახში მოიწვიეს, ყველა ერთად შეიკრიბა და ასე აღნიშნეს უდიდესი ბრწყინვალე ქრისტიანული დღესასწაული.

_ საგანგებოდ მოვემზადეთ, რომ წლევანდელი აღდგომა ჩვენთან გაეტარებინათ და ერთად გვეზეიმა. ჩემი შვილები, შვილიშვილები, დედმამიშვილები, ახლო ნათესავები… ყველა შევიკრიბეთ. საოცარი ხალხია, ბევრი ვისაუბრეთ. ქალები არიან და ისე არიან შემართულები, წარმოდგენაც არ სურთ, რომ უკრაინა ამ ომში დამარცხდება და ვერ გაიმარჯვებს! კაცები ყველა შინ დარჩა _ იქ იბრძვიან. საოცარი, გადამდები ოპტიმიზმი აქვთ. სჯერათ, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და ის სრულ თავისუფლებას მოიპოვებს, _ ამბობს ბატონი ალექსანდრე და გვაჩვენებს ფოტოებს, რომლებიც სააღდგომო დღესასწაულზე, სოფელ მერიაში გადაიღეს.

გვეუბნება, ასევე, რომ განსაკუთრებით ემოციური იყო ბებიას (ეროვნებით უკრაინელის) საფლავზე მისვლა. ბატონი ალექსანდრე ამბობს, რომ უკრაინელი ნათესავების ჩამოყვანა მისი ინიციატივით მოხდა და პასუხისმგებლობასაც იღებს, რომ სანამ საქართველოში იქნებიან, მზრუნველობას არ მოაკლებს.

_ მერე კი, როცა უკრაინა გაიმარჯვებს, ერთად ვიზეიმოთ და ისინი ჩემზე უკეთესი რესპონდენტები იქნებიან თქვენთვის. პირობას გაძლევთ, პირველს “გურია ნიუსს” გავუზიარებთ ჩვენს სიხარულს, _ ასე ასრულებს ჩვენთან საუბარს ბატონი ალექსანდრე.

ჩვენ რუსეთის აგრესიის შესახებ ვესაუბრეთ რიგით ოზურგეთელებს, რომლებიც თავიანთ საფიქრალთან ერთად, უკრაინის ბედზეც გულწრფელად წუხან.

ავთო ბერიშვილი, სოფელ მაკვანეთის მცხოვრები, პროფესიით ეკონომისტი: “ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება, ნორმალურად შეხედოს რუსეთის, ამ აგრესორის ქმედებას? ომს გააჩნია! მე მგონი, ჰიტლერზე უარესია პუტინი. აგრესორია, ვინც თავს ესხმის მეორე ქვეყანას, მით უფრო, თავის სისხლსა და ხორცს, ერთმორწმუნეს! ხოცავს ბავშვებს, ანგრევს ყველაფერს! უკრაინა კი იცავს თავს და ისე იცავს, რომ გააკვირვა მსოფლიო!

ჩემი აზრით, ომი კიდევ გაგრძელდება და უკრაინა გაიმარჯვებს. ეს კი მსოფლიო წესრიგს საერთოდ შეცვლის! ჩემი აზრით, ეს ომი უცებ არ დასრულდება, თუმცა უკრაინა გაიმარჯვებს და მსოფლიოში სულ სხვა წესრიგი დამყარდება! რაც შეეხება უკრაინის მთავრობას, მის ქმედებას მხოლოდ ომის შედეგების მიხედვით შევაფასებ. ახლა კი ვერაფერს გეტყვით! უკრაინელმა ერმა კი უკვე ღიად თქვა სათქმელი და დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ძნელად მოეპოვება ბადალი თავისუფლების მაძიებელ ერთა შორის!”

“შესაძლოა, მე მალე მიხილოთ უკრაინაში! ვაპირებ, მოვძებნო სათანადო კავშირები, გავარკვიო ყველაფერი! ავტომატს ვერ გავიდებ ზურგზე, სროლა არ ვიცი და ამიტომ, თორემ ქალი რომ ვარ, ეს ხელს არ მიშლის! დაჭრილს ხომ მოვუვლი? წყალს ხომ დავალევინებ ვინმეს? ბავშვებს ხომ მივეფერები?” _ ამბობს ოზურგეთელი ახალგაზრდა ქალბატონი, ნინო კვაჭანტირაძე, რომელიც ახლახან ოზურგეთის მერიიდან რეორგანიზაციის მომიზეზებით დაითხოვეს და როგორც თავადს განმარტავს, მერიაში რას აკეთებენ, თავად არ უწყიან და მას საიდან ეცოდინება სერიოზული მიზეზი, რატომ უშვებენ სამსახურიდან.

“განსაკუთრებით გამოვდივარ წყობიდან, რუსეთის მიერ სააღდგომო ზავზე უარის თქმის გამო, რაც არანაირ საომარ ქმედებებს არ ექვემდებარება. რაც შეეხება უკრაინელ ხალხს და მთავრობას, მე ამაზე ჩემი გამორჩეული, შეიძლება ითქვას განსხვავებული შეხედულება მაქვს! აქ მოხდა ისე, რომ უკრაინელმა ხალხმა თავად უკარნახა მთავრობას, როგორ მოქცეულიყვნენ, თავად მომართა ხელისუფლება იმისთვის, რომ იბრძოლონ სრული თავისუფლებისთვის!

ამიტომ მჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ეს იქნება საოცარი, სამაგალითო გმირობა! გმირობა, არა მარტო თავისი ერის, არამედ საქართველოს დასახსნელად ჩადენილი!” _ ამბობს ქალბატონი ნინო და კიდევ ერთხელ გვიმეორებს, რომ სერიოზულად ფიქრობს უკრაინაში წასვლაზე.

ეკა ჩიქოვანი, 34 წლის: “ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, აგრესორი ანგრევს თავისუფლებისმოყვარე ქვეყანას, თუმცა, ამავე დროს, საფუძველი ეყრება ახალი, ზღაპრული უკრაინის, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვიხილავთ! ასე მოკლედ მინდა გითხრათ და ნახავთ, რომ ეს ომი უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდება!”

გურამ ლომჯარია, ოზურგეთის მცხოვრები, 72 წლის: “ძალიან დაფიქრებული ვარ! ჩემი ბაბუა და მისი ორი ძმა დიდ სამამულო ომში დაიღუპნენ. მახსოვს ძაძით მოსილი, დიდხანს მტირალი ბებია… ამიტომ როცა ომს ახსენებენ ან მესმის, რომ უკრაინაში ბავშვებს ულმობლად ხოცავენ, მხოლოდ “ფაშისტები” და ჰიტლერი მახსენდება. ვფიქრობ, სახელმწიფოს მეთაურზე ბევრია დამოკიდებული, რომ ქვეყანას ომი ააცილოს. ვერ გეტყვით, რა უნდა ექნა ზელენსკის. ფაქტია, რუსეთი აგრესორია, თავს დაესხა უკრაინას, თუმცა, მანამდე უნდა გარკვეულიყო ბევრი რამ ქვეყნებს შორის, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო.

ღმერთს ვთხოვ, უკრაინელმა ხალხმა, რაც შეიძლება, მალე გაიმარჯვოს ამ ომში. უნდა შეჩერდეს ეს წარმოუდგენელი სისხლისღვრა. ეს ამბები მთელ მსოფლიოზე კიდევ და კიდევ მკვეთრად აისახება უარესობისკენ!”

ჩვენს რესპონდენტებს შორის, არა ერთი მოქალაქე აღმოჩნდა ისეთიც, ვინც სრულიად განსხვავებულ აზრზეა ამ ომის შეფასებისას:

“როგორც ყოველთვის, ამერიკა სხვის ტერიტორიაზე, სხვისი ხელით ომობს. ეს არის რუსეთისა და ამერიკის ომი მსოფლიოს ახალი გადანაწილებისთვის! რუსეთს არანაირად არ უღირს თავისი ჯარისკაცის თუ უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე. ამერიკას საერთოდ არ უღირს და მხოლოდ თავისი ინტერესები ამოძრავებს… ასეა ეს. მოვრჩი!” _ გვეუბნება 26 წლის ლილე ვაშაყმაძე.

ოზურგეთელთათვის კარგად ცნობილი ფოტოხელოვანი, რევაზ ცქვიტინიძე, რომელიც ახლახან ოზურგეთში გამართულ “ალტ-ინფოს” საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა და ბოლოს ერთ-ერთ ფოტოზე აღმოჩნდა, სადაც “ალტ-ინფოს” ოფისის წარმომადგენლები არიან დაფიქსირებული, “გურია ნიუსთან” გაბრაზებული ლაპარაკობს:

“ვიღაცას მოუნდა და და “ალტ-ინფოს” წევრად გამომაცხადა! ყველა მიცნობთ! ათეული წლების მანძილზე უამრავი საპროტესტო აქცია გადამიღია, ყველა მოვლენის შუაგულში ვიყავი და ვარ! ეს ჩემი არქივია, რომელსაც მიწაში არ წავიღებ! მე აქტიური მოქალაქე ვიყავი, ვარ და ვიქნები! იმ “ალტ-ინფოს” წევრებშიც მყავს მეგობრები. ჩემი ქართველები ყველგან არიან და პარტიული კუთვნილებით არავის შევხებივარ არასდროს.

გაუგია ვინმეს, რომელიმე პარტიის წევრი ვყოფილიყავი ან მათი ოფისის კარზე ატუზული ვუნახივარ? პირველ რიგში, მე უსაზღვროდ მიყვარს ჩემი პროფესია და არც ერთ მოვლენას არ ვტოვებ აღუბეჭდავად! ბევრი საქმე მიკეთებია უსასყიდლოდ! ახლა, როცა ამ ვიდეოს ვიღებდი, აქციის დასრულების შემდეგ, უცებ დამიძახეს ერთად მდგარმა ადამიანებმა, მოდი, სურათი გადავიღოთო! ისინი “ალტ-ინფოს” ოფისის ეზოში იდგნენ. რა მოხდა, მერე თუ დავდექი და ფოტო გადავიღე? ოპოზიციის გვერდითაც გადავიღებ! დამიძახონ! მე ხომ ყველას ვუღებ ფოტოებს და ასევე მუდამ ვიღებ ვიდეოებს. ამ ყველაფერს კი წლების მანძილზე ვაგროვებ. თუ რაიმე დაგჭირდეთ, “გურია ნიუსს”, როგორც ჩემს მეგობარს, მოგაწვდით, ოღონდ თქვენც არ მითხრათ, სადღაც ფოტოზე დაგინახეთ და პუტინის მყვარებელი ხარო”, _ ხუმრობასაც არ იშურებს ბატონი რეზო.

რაც შეხება უკრაინას და უკრაინელებს, რეზო ცქვიტინიძე მათზე სიყვარულითა და პატივისცემით საუბრობს:

“ზოგს არც დაესიზმრება, იმდენი ახლობელი და მეგობარი მყავს უკრაინაში. მე მათ ომის დაწყებისთანავე დავუკავშირდი. ერთ-ერთი ოჯახი, რომელიც ჩემი ძმის ნათელ-მირონია, მაშინვე მოვძებნე. ჩემი ძმა ცოცხალი აღარ არის _ ის წლების მანძილზე ცხოვრობდა უკრაინაში და ჰყავს უკრაინელი ნათლული გოგონა.

მე მივწერე სვეტა სავჩუკს, რომ თუ რაიმე პრობლემა აქვთ, სასწრაფოდ ჩამოსულიყვნენ ჩემთან და ლუკმას გავუყოფდი მთელ ოჯახს. სახლი დიდი მაქვს. სოფელში შემოსავალიც მაქვს, რაღაცას მოვახერხებ, რომ ასეთ დროს მათ ხელი გავუწოდო. ძალიან გაუხარდათ, დიდი მადლობაც გადამიხადეს და მითხრეს, რომ თუ ძალიან არ გაუჭირდათ, ურჩევნიათ შინ იყონ. სვეტა და მისი შვილები ზაფხულში ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენთან, ასკანაში. მე ახლაც მზად ვარ, დავხვდე მათ და სათანადო მასპინძლობა გავუწიო! რაც შეეხება უკრაინელ ხალხს, სასწაული ერია. როგორ იბრძვიან… მათგან ერთიანობა და ერთგულება რომ ვისწავლოთ, არ გვაწყენდა”, _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ცქვიტინიძემ.

რიგით ოზურგეთელთაგან, როგორც ვთქვით, ყველას აქვს თავის აზრი, თავისებურად აფასებენ შექმნილ ვითარებას, თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა ღიად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო ომში და რუსეთს გამოუსწორებელ აგრესორს უწოდებს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, როგორც იმპერია.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ალექსანდრე ღლონტიუკრაინა
გაზიარება48Tweet30Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20 იანვარი, 2026

ახალშობილს, მამის გვარი ავტომატურად აღარ მიენიჭება- დისკრიმინაციად მიჩნეული ტრადიცია იტალიაში

ეუთო უკრაინაში სადამკვირვებლო მისიას წყვეტს

ყველა სიახლე

საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20.01.2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20.01.2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20.01.2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20.01.2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

15:26; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო