დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა obozrevatel წერს, რომ სიმსივნის მოსაშორებლად წარუმატებელი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი კომაში ჩავარდა.
“რუსეთიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ აგერსორი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ოპერაციის შემდეგ, კომაში ჩავარდა. დიქტატორს ჰქონდა სიმსივნე, რომლის მოცილებამაც, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს”, – წერს გამოცემა და განმარტავს, რომ ინფორმაცია დაზვერვის წყაროებისგან შეიტყვეს.
მათივე ცნობით, ახლა პუტინი სავარაუდოდ ინტენსიურ განყოფილებაშია, სადაც ის აპარატზეა შეერთებული.
პუტინს, სავარაუდოდ, ტვინის ღეროს რეფლექსების დათრგუნვის ყველა ნიშანი აქვს, მისი სხეული არ რეაგირებს ტკივილზე.
როგორც გამოცემა წერს, კრემლი სასწრაფოდ ავითარებს ძალაუფლების გადაცემის სცენარს. თუმცა, დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
,,საიდუმლო სამსახურებმა, კრემლში თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ პუტინის გარემოცვამ დაიწყო ეგრეთ წოდებული „ძალაუფლების ტრანზიტის“ მომზადება – „ტახტის“ მემკვიდრის ძებნა,“ – წერს News.obozrevatel.
ავტორი