უძრავი ქონების გერმანული ბანკი “Emporis”-ი, რომელიც ინფორმაციას მხოლოდ მსოფლიოს ცათამბჯენების შესახებ აგროვებს, 2000 წლიდან ცათამბჯენებს შორის ერთგვარ “ჩემპიონატს” ატარებს.
ამ კონკურსში სიმაღლე გადამწყვეტი არ არის.
მიმდინარე წლის გამარჯვებული გახდა ჩიკაგოს 250 მ სიმაღლის 81-სართულიანი სასტუმრო “წყალი” (Aqua).
ჟიურის აზრით, “შენობა ლანდშაფტს საუკეთესოდ ესადაგება, ხოლო მიახლოებისას ძალზე ორიგინალურ “თხევად” კონტურებს ავლენს”.