ოზურგეთის თეატრის მსახიობი, სახალხო არტისტი გაბრიელ (გაბო) მდინარაძე გარდაიცვალა.
პოსტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი სირაძე ავრცელებს.
“გარდაიცვალა, ლეგენდარული თაობის უკანასკნელი მოჰიკანი…
უსაშველოდ მიყვარდა….
წავიდა… უდიდესი კაცი და არტისტი… წავიდა და დაასრულა დიდი ეპოქა… უკანასკნელი იყო… იმ ლეგენდარული თაობის უკანასკნელი მოჰიკანი… ოზურგეთის თეატრის დიდი მსახიობი, პიროვნება, გამოუსწორებელი ოპტიმისტი, საქართველოს სახალხო არტისტი გაბრიელ (გაბო) მდინარაძე
გაბრიელ მდინარაძის მიერ გამორჩეული არტისტიზმით შესრულებული როლები, მის მიერ განხორციელებული არაერთი სპექტაკლი დიდხანს, ძალიან დიდხანს ემახსოვრება მაყურებელს.
მშვიდობით, ბატონო გაბო!..” _ წერს გიორგი სირაძე.
































































