ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, წელს საქართველოში პენსიები გაიზრდება.
„შემოვიტანეთ პენსიების ინდექსაციის კანონი და ინიციატივა, რაც ნიშნავს, რომ ყოველ წელს პენსიების ზრდა მოხდეს შემდეგი პარამეტრით:
70 წლამდე პენსიონრებს გაეზარდოთ ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონრებისთვის გაიზარდოს ინფლაციით, პლუს ეკონომიკური ზრდის 80%-ით.
თუმცა, მინიმალური თანხები უნდა იყოს 20 ლარი ერთ შემთხვევაში 70 წლამდე ასაკის პენსიონრებისთვის, 65 ლარი მეორე კატეგორიისთვის”,_ განაცხადა მაჭავარიანმა.