წელს საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება, _ ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა ისაუბრა.
მიმინოშვილის თქმით, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა მისთვის მინიჭებულ საგამოცდო ქულას, არამედ იმას, ჩააბარა თუ არა სკოლის გამოსაშვები გამოცდები.
მოსწავლის კომპეტენციას ჯერ სკოლა შეაფასებს და მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში შეძლებს ის საატესტატო გამოცდის ჩაბარებას.
„თორმეტი წლის განმავლობაში, როდესაც მოსწავლე სწავლობს სკოლაში, ყველაზე უკეთესად მოსწავლეს, ბუნებრივია, სკ9ოლა შეაფასებს და ბუნებრივია, დადებითი შეფასების შემთხვევაში, მას შეუძლია, კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ მას მინიმალური კომპეტენცია გააჩნია კონკრეტულ საგანში,“ – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.