გურიის ზღვისპირა კურორტის, ურეკის პლაჟზე, როგორც ადგილობრივები ხუმრობენ, წელს გაცილებით მეტ შეშას ნახავთ, ვიდრე დამსვენებელს.
_ დიახ, ასეა, ყოვედღე ასუფთავებენ, თუმცა, ზღვაც ყოველ ღამით ბრაზობს და მეორე დილით პლაჟი შეშითაა სავსე. დასუფთავების სამსახური, ტრაქტორები, ადგილობრივი მცხვრებლებიც სწრაფად ჩნდებიან და დაუგვიანებლად იწმინდება და სუფთავდება სანაპირო. რაც მართალი, მართალია, წელს ზღვამ აქაურები შეშით განსაკუთრებით მოამარაგა, _ გვითხრა ურეკის მცხოვრებმა, ლალი თავართქილაძემ და ამ დილით გადაღებული ფოტოები მოგვაწოდა.
[sexy_author_bio]