https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ცენზურა და თავისუფლების პირველი ტალღა

10:53; 18.12.2021
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მას შემდეგ რაც ხელ-ფეხი გაგვეხსნა, ქვეყანამ და ხალხმა საკუთარ თავზე ომების, ძალადობის და ოკუპაციის ესკალაცია იწვნია. ბუნებრივი კატაკლიზმების, ომისა და ძალადობის ამსახველ კადრებს ჩვენ წინათ ტელევიზორების ეკრანებზე ვადევნებდით თვალს, ეს თითქოს ძალიან შორს ხდებოდა და ჩვენ არ გვეხებოდა. იდენტური რამ ხდებოდა გაქირავებაში შემოსულ ფილმებთან დაკავშირებითაც _ ეკრანზე იშვიათად ნახავდით სექსისა და ძალადობის ამსახველ სცენებს. ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა: საბჭოთა კავშირში არსებობდა მკაცრი ცენზურა, სანამ უცხოური ფილმი ეკრანზე გამოვიდოდა, მრავალი ინსტანცია უნდა გაევლო. მაგრამ დრო შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ ეკრანზე ნანახმა ძალადობამ სინამდვილეში გადმოინაცვლა _ ყველაფერი ჩვენს გვერდით, ჩვენს ქუჩაზე, ქალაქში, ქვეყანაში ხდებოდა. ძალადობა რეალური გახდა.

XX საუკუნე ალბათ უნიკალურია ძალადობისა და სისხლისღვრის მასშტაბურობით და მაგალითების სიმრავლით, იქნება ეს პირველი, მეორე მსოფლიო თუ ლოკალური ომები, უპრეცენდენტო ტერორისტული აღმავლობა საუკუნის დასაწყისში და შემდგომ წლებში მისი განვითარება-დახვეწა, სისხლის სამართლის დანაშაულებათა ზრდა-მატება თუ ურბანული არეულობანი და ძალადობა. კინოხელოვნება, რომელმაც ფეხი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აიდგა, კაცობრიობის თავს დატეხილი ყველა პერიპეტიების მოწმე გახდა. კინემატოგრაფი _ მხატვრული და დოკუმენტური _ შეძლებისდაგვარად ასახავდა ამ ბობოქარ ასწლეულში მომხდარ მოვლენებს. ხშირად ეს ხდებოდა ძალზე მიკერძოებულად, როცა საქმე გვქონდა ავტორიტარულ რეჟიმებთან _ საბჭოთა კავშირი, გერმანია, იტალია და სხვა დიქტატორული რეჟიმების ქვეყნები. თუმცა, თვით ყველაზე განვითარებული დემოკრატიის სახელმწიფოში _ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით სამი ათეული წლების განმავლობაში დაწესებული ცენზურული მოთხოვნები ეკრანზე ძალადობის თუ სექსის შესაზღუდად (ასე ცდილობდნენ აეცილებინათ ძალადობის ზრდა რეალურ ცხოვრებაში), სინამდვილეში ზღუდავდნენ ხელოვანთა უფლებებს. მაგრამ ამ მცდელობამ მაინც ვერ შეაჩერა რეალური ძალადობა ამერიკულ საზოგადოებაში.

XX საუკუნის 10-20-იან წლებში ამერიკული პურიტანული საზოგადოება დაჟინებით მოითხოვდა, რათა ფილმებში არ დაეშვათ ალკოჰოლიზმის, დანაშაულის, სექსუალური აქტებისა და არანორმატიული ლექსიკის (იგულსხმება ტიტრები, რადგან ხმა კინოში 1927 წელს შემოვიდა) ჩვენება. 1933 წელს ჰენრი ჯეიმს ფორმანმა კრებულში ,,ჩვენი კინო აყალიბებს ბავშვებს” განაცხადა, რომ კინემატოგრაფის გავლენა ბავშვებზე არის აშკარა, მავნე და საზიზღარი;…ხმის შემოსვლასთან ერთად ეკრანებზე გამოჩნდა სასტიკი და დაუნდობელი რეალიზმით დადგმული ფილმები. მაგალითად მოყვანილია სამი განგსტერული ფილმი: მარვინ ლეროის ,,პატარა კეისარი” (1930), უილიამ უელმანის ,,საზოგადოების მტერი” (1931) და ჰოუვარდ ჰოუქსის ,,ნაიარევი სახე” (1932). ამ ფილმებმა გამოიწვია მძაფრად ნეგატიური რეაქცია პროდიუსერების ასოციაციის, მხატვრული ფილმების დისტრიბიუტორებისა და კათოლიკური ეკლესიის მხრიდან. ამ უკანასკნელმა ნამდვილ მორწმუნეებს ფილმების ბოიკოტისაკენაც კი მოუწოდა. ასოციაციას სათავეში კავშირაგბმულობის ყოფილი მინისტრი უილ ჰეიზი ედგა, რომელმაც საბოლოოდ მიაღწია, რათა შექნილიყო ე. წ. ჰეიზის კოდექსი, რომელიც არეგულირებდა, თუ რა სახის პროდუქცია უნდა ენახა მაყურებელს და რა არ ენახა. კოდექსი 1934 წლის 1 ივლისს დამტკიცდა და 30 წელზე მეტ ხანს ცენზურის მარწუხებში ჰქონდა გამოჭერილი ამერიკული კინო. იმ ფილმების ზუსტ რიცხვს, რომლიც აკრძალვას დაექვემდებარა, ალბათ ვერავინ დაასახელებს. კოდექსის მიხედვით აკრძალული იყო დანაშაულის დეტალების ჩვენება და მისი დაწვრილებითი აღწერა, აკრძალული იყო სხვადასხვა ავტომატური იარაღის ჩვენება, ამ იარაღზე საუბარი, აკრძალული იყო დამნაშავეს მიერ კანონის დამცველის მოკვლის ჩვენება. თვითმკვლელობებისა და მკვლელობების ჩვენება მინიმუმადე უნდა დაეყვანათ. აკრძალული იყო სექსუალური აქტების ჩვენებაც, განსაკუთრებით სხვადასხვა კანის ფერის ადამიანთა შორის, არ შეიძლებოდა ღია პირით კოცნის ჩვენება, ცოლ-ქმარიც კი სხვადასხვა საწოლში მწოლიარე უნდა ეჩვენებინათ და მრავალი ასეთი სახის აბსურდული აკრძალვები. საინტერესოა, ჰეიზის კოდექსის ამოქმედებამდეც საზოგადოება არ თვლემდა. პირველი ფილმი ჯერ კიდევ 1908 წელს აიკრძალა. ეს იყო ვესთერნი ,,ძმები ჯეიმსები მისურიდან”, ხოლო იმავე წლის დეკემბერში ნიუ იორკში ყველა ნიკელოდეონი დახურეს. საზოგადოების ერთი ნაწილის ზეწოლისა და საჩივრების გამო, იმ საბაბით, რომ ფილმები მავნე ზემოქმედებას ახდენს აუდიტორიაზე, ნიუ იორკის მერმა და პოლიციამ ასე მარტივად, ერთი ხელის მოსმით გამოიტანა გადაწყვეტილება.

მეორე მსოფლიო ომის დროს კოდექსის მოთხოვნები შემსუბუქდა, რადგან ეს ერთგვარად დროის მოთხოვნა იყო. მაშინ გადაიღეს უამრავი პროპაგანდისტული ფილმი, სადაც ნაჩვენები იყო გერმანელთა და იაპონელთა მხეცობანი და სისასტიკე, მათ შორის ადამიანთა დაბრმავება, გაუპატიურება, ჯვარცმა და ა.შ. (,,ჰიტლერის შვილები” (1943), ,,სისხლი მზეზე” (1945) და სხვა). ამდაგვარ ქმედებებზე მტრისთვის სასტიკი მეთოდებით სამაგიეროს გადახდა და ამის ჩვენება უკვე გამართლებული იყო. ეს ძალიან წააგავს საბჭოთა პერიოდის ცენზურას, როცა ძალადობის შემცველი უცხოური ფილმების გაშვება აკრძალული იყო, მაშინ როცა რევოლუციურ, პროლეტარულ და სამხედრო-პატრიოტულ თემაზე შექმნილი ფილმებს, სადაც ნაჩვენები იყო ,,გამართლებული” ძალადობა, მიესალმებოდნენ და მათი შემქნელებისთვის მწვანე შუქი მუდამ ანთებული იყო.)

იარაღით მიყენებული ჭრილობების ჩვენებაზე კი ცალკე შეზღუდვები არსებობდა. რანაირადაც არ უნდა ყოფილიყო პერსონაჟი ტყვიებით დაცხრილული, თითქმის არასოდეს არ იყო ნაჩვენები შემავალი და გამჭოლი ჭრილობები. მკვლელობები ნაჩვენები იყო სწრაფად, მოკლე პლანებით და პერსონაჟი მიყენებული ჭრილობის მოპირდაპირე მხარეს ვარდებოდა, რათა მაყურებლის თვალთახედვიდან გასულიყო. გასული საუკუნის 10-20-იან წლებში სროლისა და მკვლელობის სცენის გადასაღებად იყენებდნენ ნამდვილ საბრძოლო იარაღს. იმდროინდელ კინოინდუსტრიაში ჩუბინი გადამღები ჯგუფის ჩვეულებრივი წევრი იყო. განთქმული რეჟისორი ჯონ ფორდი იხენებდა: ,,თუ ჩვენ სროლის ეპიზოდს ვიღებდით, კონსულტაციისათვის რომელიმე ძველ შერიფს მივმართავდით, მაგალითად, ფარდნერ ჯოუნსს და იგი ყველაფერს გვიხსნიდა. იმ დროს ჩვენ არანაირ პიროტექნიკულ ხრიკებს არ მივმართავდით _ თუ ვინმეს ხელში ჭიქა ეჭირა და მას ტყვია უნდა მოხვედროდა, ფარდნერი თოფიდან სინამდვილეში ისროდა…”,,საზოგადოების მტერში” კედელს, სადაც ჯეიმს ქეგნი დგას, ნამდვილი ტყვიებით დაცხრილავენ. იშვიათად, ტყვიით მიყენებული ჭრილობის საჩვენებლად იყენებდნენ მელნით გაჟღენთილ საცობის ფორმის ღრუბელს და მსახიობს სასტარტო პისტოლეტიდან ესროდნენ. აგრეთვე იყენებდნენ ერთგვარ შურდულს, რომლითაც რბილი მარმარილოს ნაჭრებს ან ცარცს ისროდნენ.

ომის შემდგომ წლებში ძალადობამ, თითქოსდა შეუმჩნევლად, შეაღწია ამერიკული კინოს თითქმის ყველა ჟანრში. ეს გრძელდებოდა მეტნაკლები წარმატებით 60-იან წლებამდე, როცა ბევრი რამ კარდინალურად შეიცვალა. ამერიკის მხატვრული ფილმების ასოციაციის პრეზიდენტი ჯეკ ვალენტი მხარს უჭერდა ახალ ტალღას ამერიკულ კინოში და კოდექსის გადახედვის მომხრე იყო. 1968 წელს ერთ პრესკონფერენციაზე ვალენტიმ კინოძალადობის აღმავლობა ვიეტნამში ომის ესკალაციას დაუკავშირა: ,,პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში ადამიანებს ძალუძთ თავისი სათქმელი გამოთქვან ომის ესკალკაციასთან დაკავშირებით… როდესაც ამდენი კრიტიკოსი ჩივის და მსაჯელობს ძალადობაზე ფილმებში, მე ვფიქრობ ისინი არ აფიქსირებენ იმ ზემოქმედებას, ახალ ამბებს რომ მოაქვს, როცა გადმოსცემს რეპორტაჟებს ფრონტის ხაზიდან, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ და სწორედ იქ არის ძალადობა”.

როცა მართინ ლუთერ ქინგი და რობერტ კენედი მოკლეს, დებატებმა კინოძალადობის შესახებ მთელი ამერიკა მოიცვა და თავის პიკს მიაღწია. ვალენტიმ გადაწყვიტა დამცავი მექანიზმები აემუშავებინა. დიდი მუშაობისა და მეცადინეობის შემდეგ 1968 წელს მათ შეადგინეს სარეიტინგო სისტემა, ისე რომ არ შეეზღუდათ კინომწარმოებელთა შემოქმედებითი თავისუფლება, აგრეთვე არ შემცირებულიყო კინოინდუსტრიის უზარმაზარი შემოსავალი, რომელიც უმთავრესად ეკრანზე ნაჩვენები სექსისა და ძალადობის წყალობით მოდიოდა. ჯეკ ვალენტიმ ერთ ინტერვიუში ძალზე მართებულად განაცხადა: ,,1945 წლიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიარა ორი ომი, რეცესია, ინფლაცია, სტუდენტური ბუნტები, ეკლესიური უთანხმოება, რასობრივი არეულობანი და განხეთქილება თაობებს შორის. ჩვენ დავკარგეთ სივრცის გრძნობა რეაქტიული თვითმფრინავების ფრენის გამო, ჩვენ ძალზე შეგვაშინა ატომის დაშლამ, ბნელ მოსახვევებში მკვლელები ჩვენს ლიდერებს უსაფრდებიან, უწინდელი ფასეულობანი ეჭვს ქვეშ არის დაყენებული, უგულებელყოფილია საუკუნოვანი ტრადიციები. შეუძლია კი კინოს, ხელოვნების სხვა დარგებისაგან განსხვავებით, არ შეიცვალოს? სინამდვილეში კინოს…არ შეუძლია არ მოახდინოს რეაგირება ცვლილებებსა და გარდაქმნებზე. ფილმები არ იგონებენ ამ ცვლილებებს, ისინი მხოლოდ მათ მიჰყვებიან”.  ჰეიზის კოდექსის გაუქმება ნამდვილ გამოწვევად იქცა ფილმების შემქმნელთათვის. იმ პერიოდში შექმნილი ფილმები იყო შეგნებული პასუხი იმ მღელვარე და ცვალებადი დროის მიმართ, რომელიც განპირობებული იყო ადგილობრივი, ლამის საომარ მოქმედებამდე მისულ მდგომარეობით და იმ უზარმაზარი საპროტესტო ტალღით, რომელიც ვიეტნამის ომმა ამერიკელთა ფართო მასებში გამოიწვია. იმ დროს როცა ქუჩური ძალადობა, მკვლელობა და გაუპატიურება ლამის ნორმად იქცა, როცა შეიარაღებული პოლიციელები და სამხედროები საპროტესტო მარშებისა და მიტინგის მონაწილეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ უაზრო ომს, სადაც მათი თანამოძმეები იღუპებოდნენ, სცემდნენ, არბევდნენ და ჰკლავდნენ, ამ დროს კოდექსის მომხრე ზოგიერთი მესვეურის მიერ ფილმებში სიტყვა Damn, Hell და Shit აკრძალვის მცდელობა ნამდვილად სასაცილო და შეუსაბამო იყო იმ სიტუაციასთან, რაც ვითარდებოდა ამერიკის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. 1967 წელს დაწერილ ერთ ესეიში ფოლინ ქეილმა ამ პერიოდის ფილმებს უწოდა ,,სისხლი და ნატყვიარები”. 60-იან წლებში საზოგადოებრივი კრიტიკოსები _ რეჟისორები არტურ პენი და სემ ფექინფა იყენებდნენ რეალისტურად ნაჩვენებ ძალადობას, რათა კომენტარი გაეკეთებინათ და მხატვრული ხერხებით აერეკლათ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები, მათ შორის უპირველესი _ ვიეტნამის ომი და საზოგადოებაში გამეფებული ძალადობა. ფექინფას ცნობილი ,,ველური ბანდის” პრემიერის შემდეგ ფილმის პროდიუსერმა ფილ ფელდმანმა განაცხადა: ,,ესკაპიზმის დრო დამთავრდა, დადგა რეალობის დრო. გართობის ინდუსტრიას აქვს უფლება და მოვალეა რომ აჩვენოს რეალობა ისეთი, როგორიც ის არის”.

ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელმაც გადაუხვია ჰეიზის კოდექსს, იყო მაიკ ნიქოლსის ,,ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?” (1966) შედეგმაც არ დააყოვნა. ყველამ იგრძნო თავისუფლების პირველი ტალღა, რომელიც ამ ფილმმა შემოიტანა. როდესაც ,,ვულფი” ეკრანებზე გამოჩნდა კინოკრიტიკოსი ჩარლზ ჩემპლინი წერდა: ,,ახლა ცხადი გახდა რომ ძველი სისტემა გარდაიცვალა”. მაგრამ ყოველნაირ მოლოდინს გადააჭარბა 1967 წელს გამოსულმა რეჟისორ არტურ პენის განგსტერულმა დრამამ ,,ბონი და ქლაიდი”. ფილმის ფინალში ნატურალისტურად არის ნაჩვენები, თუ როგორ ცხრილავენ პოლიციელები გასული საუკუნის 30-იანი წლების ცნობილ ბანდიტებს ბონი ფარქერსა და ქლაიდ ბეროუს. იქამდე არც ევროპაში და მით უმეტეს ამერიკაში, არავის არასოდეს ჰქონია ნაჩვენები ამდაგვარად ადამიანის მკვლელობა. ეს იყო ახალი ეტაპი კინოს ისტორიაში. ჩარლზ ჩემპლინის სიტყვებით: ,,ძველი კოდექსის წყალობით თქვენ შეგეძლოთ გენახათ რომ ვიღაცას ესროლეს, მაგრამ ვერასოდეს ვერ ნახავდით რომ სხეული ქუცმაცდება ტყვიების ქვეშ”.

1967 წელს Cahier du Cinema-თვის მიცემულ ინტერვიუში არტურ პენი ამბობდა, რომ ფილმის ფინალში ბონი და ქლაიდის ასეთი სახით მკვლელობა მას დიდი ხნის წინათ ჰქონდა ჩაფიქრებული. იგი მხოლოდ მოგვიანებით გამოტყდა, რომ მასზე გავლენა აკირა კუროსავამ იქონია. გადაღებებისას პენმა გამოიყენა ოთხი სხვადასხვა ობიექტივიანი კამერა, რომელიც სხვადსხვა სიჩქარით მუშაობდნენ (24, 48, 72 და 96 კადრით წამში) და გადაღებული მასალა დაამონტაჟა 22 წამიან ეპიზოდად. მსახიობები ფეი დანაუეი და უორენ ბითის სისხლით სავსე უამრავი კაფსულა-პრეზერვატივი ჰქონდათ გაკეთებული, რომელიც საჭირო მომენტში დეტონაციის შედეგად სკდებოდა, ეს ეფექტი შენელებული სახით წარუშლელ შთაბეჭდილებას იძლეოდა. სპეცეფექტების ოსტატი დენი ლი აცხადებდა, რომ ,,ბონი და ქლაიდი” იყო პირველი ფილმი, სადაც გამოიყენეს სინთეტიკური სისხლი პისტონებთან ერთად, რომლის ერთიანობა ადამიანის სხეულში ტყვიის მოხვედრის ეფექტს იძლეოდა. როდესაც ქლაიდ ბეროუს თავის ქალის ნაწილი სძვრება, არტურ პენმა ეს შეადარა კენედის მკვლელობის ცნობილ დოკუმენტალურ კადრს, როცა პრეზიდენტს სახეში ტყვია ხვდება. მას მხედველობაში ჰქონდა ზაპრუდერის მიერ 1963 წლის 23 ნოემბერს დალასში გადაღებული ქრონიკალური კადრები. იქიდან ამონარიდი ფოტოები პირველად ჟურნალ Life-ში 1966 წლის 25 ნოემბერს დაიბეჭდა, თუმცა თვით კინოქრონიკის ნახვის საშუალება ამერიკელ მაყურებელს მხოლოდ 1975 წელს მიეცა. აქედან გამომდინარე, საეჭვოა, რომ არტურ პენს ეს კადრები ნანახი ჰქონოდა.

როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელი სრულ სიჩუმეში იჯდა ხოლმე, რადგან იქამდე მსგავსი არავის არასოდეს ენახა. ამ ეპიზოდმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მაყურებელში, თუ როგორ უნდა იყოს სიკვდილის აქტი ეკრანზე ასახული. მაყურებელი ერთგვარი დილემის წინაშე დგებოდა და ახლაც დგება: რა უფრო სჯობს, ნახო თუ სინამდვილეში რა ეფექტს იწვევს სხეულში ტყვიის მოხვედრა, რაც რეალობის შეგრძნებას მოგანიჭებს და ალბათ დაგაფიქრებს, თუ ის, რომ როცა ფილმის პერსონაჟს დაცხრილავენ, მას არც ერთი ნატყვიარი არ ამჩნევია, სანამ მოკვდება პათეტიურად ერთი გრძელი მონოლოგის წაკითხვასაც ახერეხებს (თუ მეტს არა. მაგალითად, მთავარი ანტაგონისტის განადგურება, სტრატეგიული ობიექტის აფეთქება, მსხვერპლის ან მსხვერპლთა გადარჩენა…) და შემდეგ გადაატრიალებს თვალებს და კვდება, რაც ხშირ შემთხვევაში მაყურებელში ღიმილს იწვევს და ამ პერსონაჟის უბრალოდ არ სჯერა.

[sexy_author_bio]

გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ვინ დააჯილდოვა ყაველაშვილმა ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით

14:35; 26 თებერვალი, 2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23 თებერვალი, 2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21 თებერვალი, 2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026

საქართველოში კოვიდინფიცირების 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღე-ღამეში საქართველოში 53 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ყველა სიახლე

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

22:21; 1.03.2026
პოლიტიკა

რის შესახებ ესაუბრა ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს

22:13; 1.03.2026
საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1.03.2026
პოლიტიკა

განიხილავს თუ არა “გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციასთან გაერთიანებას – რას ამბობს ტატა ხვედელიანი

18:16; 1.03.2026
პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო