ცესკოს მონაცემებით, 12:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 776 726 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 22.22%-ია.
რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა:
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 72 443;
- თბილისი 238 992;
- კახეთი 70 441;
- მცხეთა-მთიანეთი – 20 903;
- ქვემო ქართლი – 83 448;
- შიდა ქართლი – 51 522;
- სამცხე-ჯავახეთი – 31 651;
- რაჭა ლეჩხუმი – 9 096;
- იმერეთი – 113 536;
- გურია – 21 748;
- აჭარა – 62 876.
საარჩევნო უბნები დილის 8 საათისთვის გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი საღამოს 20 საათამდე გაგრძელდება.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება.