ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე უარყოფს ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. შესაბამისად, თამარ ჟვანია არ გადამდგარა. ყველა დანარჩენი ინსინუაცია და ინტერპრეტაცია არის ტყუილი. კიდევ ერთხელ ცალსახად ვადასტურებ, რომ თამარ ჟვანია იმყოფება სამუშაოზე, ის ახორციელებს თავის უფლებამოსილებას”, – განაცხადა შარაბიძემ.