ცესკოს წინასწარი მონაცემებით ბათუმში ქართული ოცნების კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა.
ბათუმში შუალედური არჩევნები ზოგიერთ უბანზე ელექტრონული ფორმატით ჩატარდა. ხმები 14 უბანზე დათვალეს.
წინასწარი პირველადი მონაცემებით ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა – მათე ფუტკარაძემ 31%, ქართული ოცნების წარმომადგენელმა რამაზ ჯინჭარაძემ კი 69% მიიღო.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს ბათუმში აქტივობა 51.3% იყო რუსთავსა და გარდაბანში კი უბნებზე ამომრჩეველთა 29% მივიდა.