ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ისევ თამარ ჟვანია აირჩიეს. ენჭისყრა ფარული იყო. ცესკოს ცევრებმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის გააკეთეს. კენჭისყრაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხრა წევრი მონაწილეობდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა. ესენი იყვნენ: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა.
ბოჟაძემ ერთი ხმა მიიღო, შელეგიამ არც ერთი.
თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.