ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის კომისიაში შესულია 512 უბნის შედეგები, რაც მთლიანი უბნების 13%-ზე მეტია. ამ მონაცემების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ სამეულზე შედეგები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 40,05% გრიგოლ ვაშაძე – 37,93%, დავით ბაქრაძე – 10,83%