რუსეული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ საქართველოს მთვარობას მოუწოდა, რომ ქვეყანაში წესრიგი დაამყაროს, შემდეგ კი რუსეთს ბოდიში მოუხადოს:
„ის ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოშია, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაწყვიტონ. ისინი არ არიან დამოუკიდებლები, ისინი კარნახით მოქმედებენ. ასე რომ, სანამ ხელისუფლება არ გამოიჩენს ავტორიტეტს და ქვეყანაში მშვიდობას არ დაამყარებს, მანამ არ შეწყდება ეს რუსოფობიური ტალღა, რომელიც რადიკალებმა წამოიწყეს. ჩვენ არაფერი გვექნება სასაუბრო – ქვეყანაში წესრიგი დაამყარეთ და ბოდიში მოიხადეთ იმისთვის რაც მოხდა. მაშინ შესაძლებელი იქნება დიალოგი,” – განაცხადა მატვიენკომ.