ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაისში მიტოვებული შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა და მალევე მთელ შენობაზე გავრცელდა.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ავტორი