ამ წუთებში, ხანძარია წალენჯიხაში, სქურის მთაზე,-აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე, ცირა გვასალია ავრცელებს.
მისი თქმით, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.
“ჩემი სოფლის მორდაპირედ – ყოფილ კურორტ სქურის მთაზე, კარიერის ზემოთ, ხანძარია. არ ვიცი, რა სახეობის ხეები ხარობს იქ, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ სწრაფად ედება და იწვის. აქ მშრალი ამინდები იყო ბოლო პერიოდში. ამას ემატება მსუბუქი ნიავიც და იმედი მაქვს, არ მოედება ძალიან
6:10-ზე დავრეკე 112-ში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მითხრეს, რომ ჰყავთ 8-ტონიანი რეზერვუარიანი მანქანა. ვერტმფრენი – არა. იმედი მაქვს, დროზე მოვლენ”,-წერს გვასალია.
“გურია ნიუსი” დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.