„მაღაზიაში ცეცხლის ფასი უკიდია საკვებ პროდუქტებს! ჩვენ მოვიტანეთ გაძვირებული პროდუქტების ქვითრები, რათა შევახსენოთ მთავრობას, რომ უნდა ემსახურონ ქართველ ხალხს, რომელსაც უწევს მძიმე რეალობაში ცხოვრება. ისინი კი ზრუნავენ ბიძინა ივანიშვილის გამდიდრებაზე და ეს უნდა დავასრულოთ!“ – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
„ივანიშვილის პარტია და მთავრობა მოწყვეტილია ქართველ ხალხს, არ აინტერესებს ქართველი ხალხის მთავარი პრობლემა – მაღალი ფასები და ინფლაცია. მაღაზიაში ცეცხლის ფასი უკიდია საკვებ პროდუქტებს!”– განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭის წევრმა ლაშა ფარულავამ, სურსათის ფასების ზრდასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილის შეტანის შემდეგ.