ავსტრალიაში, სიდნეის ცენტრში 7 სართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შენობის კედლის ნაწილი ჩამოინგრა.
ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე მაშველია მობილიზებული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთმა მეხაძნრე-მაშველმა ხელის მცირე დამწვრობა მიიღო.
სხვა დამატებითი ინფორმაცია, დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად, ჯერჯერობით, უცნობია.