ცეცხლს ეთამაშება “ოცნების” მესაფლავე და ვერ გაუგია ჯერ, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
“რადგან, პარლამენტის მიერ გამოცხადებული მთავრობის უნდობლობა კი არ არის საშიში, საშიში მაშინ ხდება, როდესაც ხალხი აცხადებს უნდობლობას და ქუჩაში გამოდის.
არადა, აქითკენ მიაქანებს ყველაფერს კობახიძე.
მოკლედ, ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური ცვლილებები კი არა, ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო!
იმ “ქართულ ოცნების” ცვლილება, რომლის პირველი პირები ისე გამოძღნენ 3 მილიარდით, 75 მილიონს ფულად აღარ თვლიან.
მითუმეტეს, ისეთ გაღარიბებულ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკისთვის ყველა თეთრი მნიშვნელოვანია ხალხმა სული რომ მოითქვას, სამუშაო ადგილები რომ შექმნას..“. _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.