დღეს ციანიდის საქმის განხილვა გრძელდება. არსებული ინოფრმაციით, პროკურატურა დღეს”ციანიდის საქმის” მოსამართლეს, ბესიკ ბუგიანიშვილს დაკითხავს. მოსამართლე საქმის დახურული სასამართლო პროცესიდან სხვადასხვა ჩვენებების გასაჯაროების საქმეზე დაიკითხება. ბუგიანიშვილს თბილისის პროკურატურაში რამდენიმე წუთში ელოდებიან.
აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი. საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებც, თუმცა მათ ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს