ზუგდიდში “საქართველოს ბაკნზე” თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში კორონავირუსი დაუფიქსირდა, _ ინფორმაცია “გურია ნიუსს” მისმა ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ დაუდასტურა.
“როგორც ვიცი, ესებუას საკანში ვინც იყო მოთავსებული, მგონი ყველას აქვს. ესებუას გავლილი ჰქონდა ტესტირება და გავლილი ჰქონდა საკარანტინე სივრცე. როგორც ჩანს, ციხეში “აიკიდა”. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, _ გვითხრა ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, ბიძინა ესებუა სამართალდამცელებმა 12 დეკემბერს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
რაც შეეხება ბადრი ესებუას, მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
“გურია ნიუსი” სპეციალურ პეტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. უწყების კომენტარს მიღებისთავანე შემოგთავაზებთ.