მელიას გუნდის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ მას აქვს მჭიდრო კონტაქტი თავის ამომრჩეველთან და არასოდეს არ დაკარგავს ამ კონტაქტს. ამავდროულად, კი მიაჩნია, რომ პარტიამ დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაბიჯი უკან გადადგა.
„დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა დღეს ამ პარტიაში გაიმარჯვეს პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეალებზე. ამავე დროს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ამ პარტიის წევრობა. პირადად ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ჩემი მეგობრისთვის, პოლიტიკური მიზნები დღევანდელ პოლიტიკურ ეტაპზე რჩება უცვლელი. ეს არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და რუსული რეჟიმის დამარცხება საქართველოში. ვრჩები პარტიაში, არ ვეთანხმები ახალარჩეული მმართველობის კურსს, არც იმ გამონათქვამებს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გვესმოდა და გავუწევ ოპონირებას დემოკრატიული წესით. ასევე, არანაირი მონაწილეობა არ მექნება იმ მენეჯმენტში, რომელიც იქნება ჩამოყალიბებული არაფორმალური გავლენების შედეგად შექმნილი მმართველობის მიერ“, _ აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.