“წინასაარჩევნო ბინძური თამაშები“, _ ასე აფასებს “გურია ნიუსთან” ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას დაკავებას საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ია ჯიშკარიანი.
“ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესებია _ ყოფილი პოლიციის უფროსი, მაიორი რომ სახლში ხელყუმბარას და ნებისმიერი სახის იარაღს არ შეინახავდა, ცხადზე ცხადია!!! წინა საარჩევნო ბინძური თამაშებია“, _ ამბობს ჯიშკარიანი.
ცნობისთვის, ლექსო რაფავა დღეს დილით დაკავეს. მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა.
[sexy_author_bio]