„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა ჯამში 22.6 მლნ ლარის შემოწირულება მიიღეს, რომლის 47% მმართველ პარტიაზე მოდის.
ორგანიზაცია აღნიშნავს რომ ბოლო ერთ კვირაში, 10 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, მმართველმა პარტიამ 1 222 200 ლარის შემოწირულობა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 4 999 831 ლარის, „სტრატეგია აღმაშენებელმა“- 180 000 ლარის, ლელომ კი 170 700 ლარის.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართულმა ოცნება“ 10.7 მილიონი ლარი, 2.8 მილიონი ლარი „ლელოს“, 2.7 მილიონი ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“, 2.1 მილიონი ლარი „სტრატეგია აღმაშენებელს“, 1.5 მილიონი ლარი „პატრიოტთა ალიანსს“, 1.2 მილიონი ლარი კი „ევროპულ საქართველოს“ შესწირეს.