https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“წინსვლა თუ უკუსვლა განათლების სისტემაში?”

6:09; 18.09.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს, ძალიან აქტუალური და მწვავე თემაა სკოლებში მასწავლებლად შესვლის საკითხი, სადაც მაძიებელი, წამყვანი და უფროსი მასწავლებლის ბედი, ასე ვთქვათ, გასაუბრების კომისიის ხელშია, რომლის კომპეტენციას უკვე ეჭვქვეშ აყენებენ, როგორც მოქმედი მასწავლებლები, ისე მაძიებელთა გარკვეული ნაწილი.

შეგახსენებთ, რომ უკვე სერტიფიცირებული და სკოლებში მომუშავე მასწავლებლები გასაუბრებაზე, ძირითადად, გადიან იმის გამო, რომ აქვთ მცირე საათები, სურთ, ჰქონდეთ სრული დატვირთვა და აქედან გამომდინარე, შედარებით მაღალი ანაზღაურება.

გასაუბრების დასრულების შემდეგ, 10 სექტემბრისთვის, დასრულდა სააპელაციო განცხადების შეტანის ვადაც, რაც გულისხმობს იმას, რომ უკმაყოფილო მასწავლებელს თუ მაძიებელს ეძლეოდა უფლება, მიეღო სასურველი გადაწყვეტილება კომისიის პასუხზე.

როგორც სოციალურ ქსელში, ისე კერძო საუბრებში, არაერთი მოქმედი მასწავლებელი და მაძიებელი გამოთქვამს უკმაყოფილებას.

ჩვენ შევეცადეთ, გავსაუბრებოდით მათ, მოგვესმინა მათი გულისტკივილი. ზოგმა ღიად საუბარი არ ისურვა, ზოგიც დაგვთანხმდა. რაც საყურადღებო და ნიშანდობლივია, საზოგადოებაში ძალიან დიდია ინტერესი იმის შესახებ, ვინ და როგორი მასწავლებელი, რა ბერკეტით შევა სკოლაში და მიდის თუ არა არაერთხელ დაანონსებული განათლების რეფორმა პროგრესის გზით.

ოზურგეთელი, ერთ-ერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლელა საჯაიას, რომელიც ამავე დროს განათლების კომისიის თავმჯდომარეა, შთაბეჭდილება რჩება, რომ “გასაუბრება იყო ფორმალური”.

_ შთაბეჭდილება მრჩება, რომ გასაუბრება იყო ფორმალური. მე განცხადება შეტანილი მქონდა კვირიკეთის, ციხისფერდის და ქვედა ბახვის საჯარო სკოლებში. ისეთმა კომისიამ დამიწუნა ციხისფერდის საჯარო სკოლაში, რომელსაც კომპეტენცია ჩემზე დაბალი ჰქონდა აშკარად. დაკითხვა დამიწყეს, ვივლიდი თუ არ ვივლიდი სკოლაში, რაც არასერიოზულობად მიმაჩნია. ამბობდნენ, რომ თუ დავიგვიანებდი, ვერ შეეგუებოდნენ ამას. კვირიკეთის სკოლაში უფრო ოფიციალურად იდგა დღის წესრიგი. არ ვარ უკმაყოფილო. რაც შეეხება ქვედა ბახვს, ასეთი მოწესრიგებული და მობილიზებული სკოლა არ მინახავს _ მე აქ მიმიღეს. ზოგადად, რეფორმის ფორმა არაჩვეულებრივია _ დამსახურებულ მასწავლებელს ღირსეული საშუალება მიეცა. თუმცა, მაძიებლის შემთხვევაში, კითხვის ნიშნები გამაჩნია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაძიებელი არ მიიღო სკოლაში. თუმცა, როცა გყავს უფროსი მაწავლებელი, აქ რაღაც უფრო უნდა დარეგულირდეს. რეფორმა ხომ სკოლის გაძლიერებისთვის არის მიმართული? როგორია, როცა სკოლა არ იღებს უფროს მასწავლებელს და იღებს მაძიებელს? მაგალითად, მთისპირის სკოლას ასეთი არჩევანი აქვს გაკეთებული _ სკოლამ უარი თქვა წამყვან მასწავლებელზე, მარინა ჩხიკვაძეზე, რომელიც არის რეგიონში საუკეთესო და, რამდენადაც ვიცი, ძალიან არაკვალიფიკაციური კადრი მიიღეს… ზოგადად, კომისიაში რომ ყოფილიყვნენ მასწავლებელთა სახლის, რესურსცენტრის წარმომადგენლები, მაშინ კიდევ ვიტყოდი, რომ იყო კვალიფიციური. უკმაყოფილო მაინც არ ვარ. ეტყობა, გამიმართლა. საჯარო სკოლებში ძალიან კარგი რეფორმა ტარდება და მინდა წარმოვაჩინო ჩემი თავი. მით უმეტეს, ივლისში ჩემი სასწავლო მეთოდი დაიბეჭდა და შევიდა 20 საუკეთესო მეთოდს შორის.

ეკა ნინიძე, სეტიფიცირებული მასწავლებელი: “ვხუმრობ ხოლმე _ გამოცდების ჩაბარება, კონკურსების გავლა, ტესტირებები და სერტიფიკატების კოლექცია ჩემი ჰობია,-მეთქი. მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად, ჩაბარებული მაქვს, როგორც საგნის, ასევე, პროფესიული უნარ-ჩვევის გამოცდა. მაქვს მასწავლებლად მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება, ვიყავი კონსულტანტ-მასწავლებელი, პროგრამა “ასწავლე საქართველოსთვის”. ასევე, ვარ ტრენერი და მაქვს ტრენერად მუშაობის გამოცდილებაც. ვარ რამდენიმე სასკოლო და არასასკოლო პროექტის ავტორი, ფასილიტატორი და ხელმძღვანელი. მოკლედ, გამოცდილების მხრივ, საკმაოდ ამბიციური რეზიუმე მაქვს.

დღეს, როცა ამდენს საუბრობენ თანამედროვე სკოლის გამოწვევებზე, ფინური სკოლის და ,,ახალი სკოლის მოდელზე”, როცა საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა წარმართოს მასწავლებელმა თავისი საგაკვეთილო პროცესი ინოვაციებისა და პროექტების გამოყენებით, როცა ,,სთრიმინგ გაკვეთილები” ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, მგონი, სკოლის დირექტორს უნდა ჰქონდეს ამ კუთხით, თუნდაც ერთი კითხვა მომზადებული მაინც. თუ, რა თქმა უნდა, აინტერესებს სკოლის წინსვლა და განვითარება!

მე ვწერდი, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, გადაწყვეტილება მიღებული იყო იქამდე, სანამ გასაუბრების პროცესი საერთოდ დაიწყებოდა. ამიტომაც დამისვეს ერთადერთი კითხვა და ამ კითხვის ქვეკითხვები: როგორ ვივლიდი ამ კონკრეტულ სოფელში. თუმცა, წინ ედოთ ჩემი რეზიუმე, სადაც გარკვევით ეწერა იმ ადგილების შესახებ, სადაც გაცილებით უფრო მძიმე კლიმატია და ვმუშაობდი საკმაოდ წარმატებულად (ეკა ნინიძე, წლების მანძილზე აჭარის მთიანეთში მუშაობდა მასწავლებლად. ავტ.) დიახ, ეს იყო წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება. რაც სრულიად დასაშვებია დღევანდელ ოზურგეთში, სადაც არც საქართველოს კონსტიტუცია ჭრის და შესაბამისად, არც სხვა დანარჩენი კანონი. განათლების სამინისტრო, შეფასების ცენტრი, მასწავლებელთა სახლი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ რეფორმა პენსიონერი მასწავლებლებიდან კი არა, სტერეოტიპებითა და საბჭოთა კონიუქტურით გაჯერებული დირექტორებიდან უნდა დაიწყოს. თუმცა, ეს, საბედნიეროდ, ყველას არ ეხება. რა თქმა უნდა, მსვლელობას არ ვაპირებ, სანამ აქ ქალაქში კონსტიტუციასაც კი სხვა სახელი აქვს, სადაც ერთი ადამიანის და მისი ოჯახის წევრების ირგვლივ ტრიალებს ოზურგეთის ბედი, აზრი არაფერს აქვს. თუმცა, ყველაფერი დროებითია და ესეც გაივლის… (ეკა ნინიძე გასაუბრებაზე მთისპირის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. ავტ.)

ირმა გორდელაძე, ლიხაურის საჯარო სკოლის მასწავლებელი: “მასწავლებლები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს სასერტიფიკაციო გამოცდები და არც აპირებდნენ გამოცდაზე გასვლას, წავიდნენ სახლში. ამის გამო ძალიან ბევრი ვაკანსიაა. გასაუბრებაზე გავიდნენ მასწავლებლები, რომლებმაც თავიანთი პროფესიების მიხედვით აირჩიეს ვაკანსიები, სკოლები და შეავსეს განცხადებები. მათ გარდა, სამინისტრომ დაუშვა მაძიებელთა სტატუსი. არაა აუცილებელი სერტიფიკატი, პედაგოგიკის ცოდნა, პედაგოგიური გამოცდილება…

არ ვიცი, ეს როგორ ხდება _ თუ პედაგოგიკა არ სჭირდება, არც სერტიფიკატი, არც პედაგოგიური გამოცდილება, მაშინ სახლში რატომ გაუშვეს, ვინც სკოლაში იყო? ამ დროს არა ერთ მასწავლებელს, მათ შორის მეც, მაქვს სერტიფიკატი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში; ვარ, ასევე, სამოქალაქო სექტორის აქტიური წარმომადგენელი; არა ერთი პროექტის ავტორი; ჩემი მოსწავლეები არიან მრავალი პროექტის გამარჯვებულები. მითხრეს უარი და ჩემ ნაცვლად მიიღეს მაძიებელი. ეს მოხდა ბოხვაურის საჯარო სკოლაში. დვაბზუ საერთოდ არ შემეხმიანა. ასევე, უარყვეს ბევრი დამსახურებელი სერტიფიცირებული მასწავლებელი და მიიღეს მაძიებელი.

მე ვფიქრობ, რაღაც პროცენტით მაძიებლები უნდა გასულიყვნენ, მაგრამ არა გამოცდაგავლილი, გამოცდილი მასწავლებლების იგნორირებით. რა არის ეს, წინსვლა თუ უკუსვლა განათლების სისტემაში? მე ვფიქრობ, ეს განათლების სიტემას კარგს არაფერს მოუტანს. ეს არის მცდარი ნაბიჯი, ან ზემოდან ცუდი ინსტრუქცია მოდის, ან არასწორად გაიგეს სკოლებმა.

კითხვაზე, ვის ადანაშაულებს გასაუბრების კომისიების შედგენის საქმეში, გორდელაძე ამბობს, რომ საკითხს სკოლების დირექტორები წყვეტდნენ.

_ ჩემი აზრით, რესურსცენტრი საერთოდ არ ჩარეულა. რაც შეეხება მაძიებლების შერჩევას, ერთადერთი, რაც კულუარულად მესმის, ესენი არიან, უმეტესად, “ოცნების” აქტივისტები _ გაავსეს სკოლები და ემზადებიან არჩევნებისთვისო. მოხდა ე.წ. ჩაწყობები”, ვიღაცას ზურგს უკან მფარვლობდნენ. ზოგი საკრებულოს წევრია, ზოგი “ოცნების” წევრიც არ მიიღეს, ასეც იყო. რაც არ ვიცი, ვერ ვიტყვი… მე ხელახლა შევავსე განცხადება. მეორედ გამოცხადდა ვაკანსია. თუ გამოვა, გამოვა. თუ არადა, მე და დანარჩენი მასწავლებლები, სამინისტრომდე მივიტანთ ამ პროტესტს და ვეტყვით, რომ ეს პოლიტიკა არის არასწორი, და არ წაადგება არც სკოლებს და არც განათლების სისტემას. თვითონ სკოლის დირექტორების გადასაწყვეტი იყო ყველაფერი და შიგ უფრო მოქმედებდა “ბიძაშვილ-მამიდაშვილობა”, რესურსცენტრში კი პირიქით, პროფესიონალების ინტერესი უფრო აქვთ. ამ სკოლებს, შესაძლოა, ახალი პედაგოგების, პროფესიონალი პედაგოგების კონკურენციის უფრო შეეშინდათ.

 “გურია ნიუსი”, გამოთქმული პრეტენზიების და არსებული ვითარების ირგვლივ, ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლელა იმედაშვილს ესაუბრა:

_ პირველ რიგში, ვიტყვი, რომ დადგა დრო, როცა მასწავლებლის პროფესია ხდება პრესტიჟული, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ოზურგეთის მასშტაბით გამოცხადებულ 118 ვაკანსიაზე 800-ზე მეტმა მსურველმა შეიტანა განცხადება. იმთავითვე ცხადი იყო, რომ კონკურსი იქნებოდა მაღალი. სიმართლე გითხრათ, ასეთი მაღალი კონკურსის მოლოდინი არ მქონდა. კონკურსი შედგებოდა ორი ეტაპისგან _ დოკუმენტების შერჩევა და გასაუბრება. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე ძალიან ბევრი კონკურსანტი არ იქნა მიღებული, რადგან ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები. თუ რა მოეთხოვებოდათ, ბევრი რომ არ ვისაუბრო, ეს ყველაფერი განათლების სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. რაც შეეხება გასაუბრების კომისიებს, განთავსებული იყო სკოლებში. გასაუბრების შემდეგ, კონკურსანტებს ეგზავნებოდათ შეტყობინება, სადაც მითითებული იყო ისიც, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში, შეეძლოთ პეტიციის შეტანა. 10 სექტემბრისთვის ეს ვადები უკვე ამოწურულია და ერთის მეტს პეტიცია არ შეუტანია.

_ ანუ, მასწავლებლებს კონკურსის მონაწილეებს, რომლებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას კომისიის კომპეტენტურობაზე, დანიშნულ ვადაში შეეძლოთ პეტიციის შეტანა?

_დიახ, უნდა შეეტანათ სააპელაციო განცხადება, შესაბამისად, ვინ, რა და რატომ, ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ეს ყველაფერი გადაწყდა სკოლებში, ადგილზე დგებოდა გასაუბრების კომისია.

_ როგორ უყურებთ მაძიებლის სტატუსს, რის შესახებაც ბევრი მასწავლებელი ამბობს, რომ თუ საჭირო არ არის სერტიფიკატი, პედაგოგიკის ცოდნა, პედაგოგიური გამოცდილება, მაშინ შინ რატომ გაუშვეს უამრავი მასწავლებელი?

_ შევახსენებ ყველას, რომ მინისტრის ბრძანებამ დაარეგულირა მასწავლებლად აყვანის ორი შესაძლებლობა _ ერთი უფროს მასწავლებლად და მეორე _ მაძიებლად. ამ ადამიანებს უნდა ჰქონოდათ შესაბამისი კვალიფიკაცია. მაძიებლის აყვანა, ჩემი აზრით, წინ გადადგმული ნაბიჯია. რა მოეთხოვებოდათ და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ, ეს სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტრონული პროგრამა არ მისცემდა დასტურს. ხოლო აუცილებელი იყო თუ არა, უპირატესობა მინიჭებოდა უფროს ან წამყვან მასწავლებელს? ამას კონკურსი ნამდვილად არ ითვალისწინებდა. სკოლას ჰქონდა უფლება, წარმოდგენილ კონკურსანტებს შორის, სკოლაზე მორგებული საჭიროების მიხედვით, გაეთვალისწინებინა ყოველივე.

_ სწორედ ამიტომ ამბობს არა ერთი პედაგოგი, რომ იყო ტრადიციული “ჩაწყობა”, მიკერძოება ნაცნობობის და გავლენის მიხედვით…

_ მაშინ კონკრეტული ფაქტები უნდა დაასახელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ჭორაობა და მე, როგორც საჯარო მოხელე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ _ უხერხულია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

აფეთქება ოზურგეთში რესტორანთან- რას ამბობენ მომხდარზე ჩოხატაურში

22:31; 17 თებერვალი, 2026
საზოგადოება

Hello Tech გოგოებისთვის

20:27; 17 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:28; 17 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17 თებერვალი, 2026

ბახმაროში განუკითხაობის საზღვრები კანონიერი საკუთრების სიღრმეში მიიწევს

"გასწორხაზოვნებით, მდინარე არა და, მე კი გამასწორეს მიწასთან!"

ყველა სიახლე

საზოგადოება

აფეთქება ოზურგეთში რესტორანთან- რას ამბობენ მომხდარზე ჩოხატაურში

22:31; 17.02.2026
საზოგადოება

Hello Tech გოგოებისთვის

20:27; 17.02.2026
სამართალი

გურიაში აფეთქება მოხდა- რა არის ცნობილი

19:52; 17.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:28; 17.02.2026
სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17.02.2026
საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17.02.2026
პოლიტიკა

“სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს”- მიხეილ ყაველაშვილი

14:31; 17.02.2026
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:17; 17.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

14:03; 17.02.2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17.02.2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17.02.2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17.02.2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17.02.2026
საზოგადოება

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” _ ნიკო კვარაცხელიას დედა

11:35; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო