თეა ცხვირავაშვილი ფეისბუქში სოფელში ჩაკეტილი ადამიანების დახმარებას ითხოვს:
„მეგობრებო, სოფელ წიფნარში (ჩოხატაურის რაიონი, სოფელ ბურნათიდან გადასახვევი) თოვლში, ოთხი ხანდაზმული მოხუცია ჩაკეტილი, ორი მათგანი მწოლიარე ავადმყოფია. არც დენი, არც გზა, არც მედიკამენტები. სრულიად მოწყვეტილნი არიან ყველანაირ კომუნიკაციას..
თუ ვინმე მოახერხებს, იქნებ რამით დაეხმაროთ. ამ ეტაპზე,, პირველ რიგში ფოვერბანკით და წამლებით მომარაგებას ითხოვენ.
საჭიროების შემთხვევაში ღამის გასათევსაც შესთავაზებენ 2-3 მოხალისეს..
მედიკამენტების თანხას ჩავურიცხავ, ვინც შეძლებს მისვლას“, _ წერს თეა ცხვირავაშვილი.