15 ბავშვი გარდაიცვალა წითელას აცრის შედეგად სამხეთ სუდანში.
ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვების გარდაცვალების მიზეზი ექიმების დაუდევრობა იყო. როგორც გაირკვა, ვაქცინა არასათანადოდ იყო შენახული და ბავშვებს აცრა, ერთი შპრიციდან გაუკეთდათ.
გარდაცვლილი ბავშვების ასაკი 5 წლამდეა. ხელისუფლება აპირებს, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს კომპენსაცია გადაუხადოს, _ ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი ავრცელებს.