ასაკის მომატებასთან ერთად სისხლძარღვებში ხდება უარყოფითი ცვლილებები, რომლებიც ბიძგს აძლევს სტენოკარდიას, ჰიპერტონიას, ინფარქტს და ინსულტს. ამ უსიამოვნებებს რომ გადავრჩეთ, საჭიროა, საკუთარ თავს ადრიდანვე მივაქციოთ ყურადღება, რაშიც დაგვეხმარება უწამლო თერაპია.
ჩვენს სისხლძარღვებს ძალიან უყვარს ხახვი, ნიორი, ალუბალი და შავნაყოფა ცირცელი, ზღვის წყალმცენარეები, გოგრის თესლი და სელის ზეთი. ხორბლის ქატო და უხეშად დაფქული ხორბლის პური გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ ქოლესტერინს. წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს B ჯგუფის, C და E ვიტამინები და ბეტა-კაროტინი, ისეთი მინერალები და მიკროელემენტები, როგორიცაა თუთია, სპილენძი, სელენი, მანგანუმი, იოდი, კალიუმი, ფოსფორი და რკინა. მათ შეიცავს ვიტამინების და მინერალების ბევრი კომპლექსი და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.
არცთუ დიდი ხნის წინ, წითელ ღვინოში აღმოაჩინეს მცირე რაოდენობით ასპირინი, რომელსაც იყენებენ როგორც წამალს, რომელიც ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.