https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

წითელრაზმელი აფრასიონ მერკვილაძე _ ყაჩაღი თუ “იდეური მებრძოლი”

8:10; 4.10.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

თუ XX საუკუნის დასაწყისში გურიაში წითელი რაზმი გურიის კომიტეტს ემორჩილებოდა და მის ბრძანებებს ასრულებდა, მეზობელ რაიონში იყვნენ ისეთები, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. ასეთი იყო ცნობილი წითელრაზმელი, თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი მოწაფე აფრასიონ მერკვილაძე, რომელსაც ზოგი “ყაჩაღს” უწოდებდა, ბევრისთვის `იდეური” მებრძოლი იყო, მაგრამ ის არც ბოლშევიკებს სწყალობდა და არც მაინცდამაინც მენშევიკებს. მერკვილაძე საკუთარ შეიარაღებულ ჯგუფთან (ერთ ასეულზე მეტი კაცი) ერთად იმერეთში მოქმედებდა. მერკვილაძის რაზმში სხვადასხვა ასაკის ადამიანები შედიოდნენ: “…შიგ ნახავდი 60 წლის მოხუცებულიდგან 15 წლის ბავშვამდის რაზმელებს, მაგრამ ყველას ერთი სულით და იდეით გამსჭვალულთ და გატაცებულ გმირებს” (ჟურნალი `რევოლუციის მატიანე”).

მისი დამსახურებაა, რომ შორაპნის მაზრა დამოუკიდებელ, ე.წ. `ყვირილის რესპუბლიკად” გამოცხადდა. ასევე, მისი დამსახურებაა, რომ 1904-06 წლებში იქაურ გლეხებს `სალდათში~ ვეღარ იწვევდნენ _ `რუსის მეფეს თავისი ხალხიც ბევრი ჰყავს. ნიკოიას (ნიკოლოზ II) რაში სჭირდება ქართველი კაცის `სალდათობა~, _ ამბობდა თურმე მერკვილაძე. ის კომიტეტის გადაწყვეტილებებს არას დაგიდევდა და დამოუკიდებლად მოქმედებდა, რაც, რა თქმა უნდა, კომიტეტის გაღიზიანებას იწვევდა. `…მისი უბედურება მხოლოდ ის იყო, რომ მეტათ გაზვიადებული წარმოდგენა ქონდა თავის თავზე, რაიონში ყველაზე მაღლა ის იდგა, ამავე დროს, როცა ზესტაფონელი ამხანაგები წინადადებას აძლევდნენ, აქ ჩამოდი და რაიონულ კომიტეტის მუშაობაში მიიღე მონაწილეობაო, უარსყოფდა~ – წერდა ზაქარია გურული. ერთხელ მისი რაზმის განიარაღების ცდაც იყო, ის თბილისშიც კი გაიწვიეს მოლაპარაკებაზე, მაგრამ უკან დაბრუნებულმა საჯარო გასამართლება მოითხოვა. საბოლოოდ, ათიოდე კაცის გარდა, ყველა აფრასიონს გაჰყვა. ამის შემდეგ მერკვილაძემ კავშირი გაწყვიტა ორგანიზაციასთან, მხოლოდ იმ შემთხვევების გარდა, როცა პოლიციაზე ან ჯარზე ერთობლივი თავდასხმა იყო საჭირო.

1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ მერკვილაძე დათანხმდა პარტიის (სოც.-დეკების) შემოთავაზებულ წინადადებაზე, მებრძოლი კადრების შენარჩუნების მიზნით რაზმი დაეშალა. კოტე ცინცაძე წერდა: `…პარტიული ცენტრის დადგენილების თანახმად ბრძოლა შეწყვეტილ იქნა, იარაღი გადამალული მომავალი ბრძოლებისათვის… ჩვენ მიერ იარაღის გადამალვამ უბრალოდ დამორჩილების ხასიათი მიიღო… როცა მთავრობა უძლური იყო, ჩვენ ურტყამდით თავში, და როცა კი ის მოღონიერდა, პარტია მიიმალა. ამან ბევრ ამხანაგებში გამოიწვია ერთნაირი უიმედობა მომავალზე, გულის გატეხა და პერსონალური თავის გამოჩენის, გმირობის მიმართულება (აფრასიონ მერკვილაძე, დათიკო შევარდნაძე და სხვები მრავალნი)~. მერკვილაძე რამდენიმე ერთგულ თანამებრძოლთან ერთად ბათუმში წავიდა. იქ არალეგალურად ყოფნისას მას მოსდიოდა ცნობები, რომ ხალხს აწიოკებდნენ, ყოფილ რაზმელებს იჭერდნენ და ხვრეტდნენ. ამის გამო მერკვილაძე უკან დაბრუნდა. გადარჩენილი რაზმელები შეაგროვა, შეიარაღა და ტერორი გააჩაღა პოლიციის მოხელეების, თავადაზნაურობის წარმომადგენლებისა და ჯაშუშების წინააღმდეგ. 1906 წლის თებერვალ-მარტში მისმა რაზმმა სიცოცხლეს გამოასალმა ივანე მემანიშვილი, ნიკო და ტრიფონ ჭაჭიაშვილები, გალაქტიონ ლოლაძე, მღვდელი გიორგი ფერაძე, პოლიციის აგენტი ეფრემ შალამბერიძე, თავად-აზნაურთა მარშალი ნესტორ ხიდირბეგიშვილი და სხვები.

მერკვილაძეზე ნადირობდა (უკეთესია თუ ვიტყვით, რომ ისინი ერთმანეთზე ნადირობდნენ) ცნობილი ბოქაული ლავრენტი მახარაძე. `მახარაძე უბრალო პრისტავი იყო და ერთი `უჩასტკა~ ებარა. ეს იყო თვით ზესტაფონის `უჩასტკა~, მაგრამ ის მთელ მაზრაში დაძრწოდა და ამის თაობაზე მას და მის “ამხანაგებს” სხვა პრისტავებს უსიამოვნებაც კი შეუდგათ, მაგრამ პრისტავი მახარაძე მაინც თავისას არ იშლიდა. ის სულ ჯარს დაუძღოდა, სოფლებში გლეხების სახლებს ცეცხლს უკიდებდა, ხალხს კლავდა, აწიოკებდა, ქონებას მათსას ანადგურებდა” (პ. საყვარელიძე, შეიარაღებული აჯანყება შორაპნის მაზრაში). რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტმა მახარაძის განადგურება გადაწყვიტა და მერკვილაძეს და მის თანარაზმელ პორფილე პაიჭაძეს შესთავაზა მისი მოკვლა. რაზმელებმა ერთხელ სცადეს მახარაძე წინასწარ დანაღმულ მღვდლის სახლში შეეტყუებინათ, თითქოს იქ თბილისიდან ჩამოტანილი სტამბა იყო, მაგრამ გამოცდილი მახარაძე დაეჭვდა _ აქ რაღაც `ნომერიაო~ და სახლის ის ოთახი, სადაც ბომბი იყო, შორიდან სროლით ააფეთქებინა…

1907 წლის თებერვალში მახარაძემ ხელში ჩაიგდო მერკვილაძის რაზმელი ცერცვაძე, რომელსაც წამების შემდეგ ყველაფერი ათქმევინა. მახარაძის რაზმმა ალყა შემოარტყა სოფელ სვერში ერთი გლეხის სახლს, სადაც, ცერცვაძის ცნობით, მერკვილაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმ დღეს ის მეზობელ სახლში ათევდა ღამეს. დილით ადრე აფრასიონს და მის ორ რაზმელს, დუგლაძეს და გაჩეჩილაძეს, ხმაური შემოესმათ, ისინი იარაღასხმულები გარეთ გამოცვივდნენ. რაზმელებმა ახლომდებარე სახლის ეზოში მახარაძეს და მაზრის უფროსს მოჰკრეს თვალი. თავის დაუძინებელი მტრის დანახვაზე მერკვილაძემ მისი მოკვლა გადაწყვიტა. ამხანაგებმა სცადეს, მისთვის გადაეთქმევინათ _ შორსაა და ვერ მოარტყამო, მაგრამ აფრასიონმა არ დაიშალა და ესროლა. სროლის ხმაზე მახარაძემ ბრძანა, ცეცხლი გაეხსნათ. რაზმელები გაიქცნენ, მაგრამ გაჩეჩილაძე ბარძაყში დაიჭრა. მერკვილაძემ ის არაფრის დიდებით არ დატოვა, აიკიდა ეს დიდი ტანის კაცი, რომლის ტარება თურმე ცხენსაც კი უჭირდა და სროლით იკვლევდა გზას. ერთი გლეხის ოჯახში სთხოვდნენ, ქვევრში დაგმალავთო, მაგრამ მან უარი განაცხადა _ თუ გაგიგეს, დაგაწიოკებენო, არც დაჭრილის დატოვებაზე დათანხმდა და როგორც ამბობდნენ, `გადაყვა დაჟინებულ რაინდობას~. ერთ ხევში ისინი დიდ ქვებს ამოეფარნენ, ტყვიითა და ბომბებით დიდხანს იგერიებდნენ მომხდურებს, მაგრამ ბოლოს ორმა სტრაჟნიკმა შორიდან შემოუარა და სამივე სიცოცხლეს გამოასალმა. მოკლულები სოფელ ცხრუკვეთის ძველი ეკლესიის ეზოში დამარხეს. პოლიციამ მერკვილაძის ჩანთაში სამგზავრო ბიბლიოთეკა აღმოაჩინა: მარქსის `კაპიტალი~, `კლასობრივი ბრძოლა საფრანგეთში~, ლენინის `მოხსენება სოციალ-დემოკრატთა გაერთიანებულ ყრილობაზე~, პლეხანოვის `ჩვენი უთანხმოებანი~ და სხვა, ასევე მისი სისხლით მოთხვრილი ანდერძი, სადაც ის სთხოვს წითელრაზმელებს, რომ ისინი მძარცველებად არ გადაიქცნენ. ამას გარდა, ნახეს უბნის წიგნაკი, სადაც აღწერილი იყო მაზრაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები და მონაწილეთა (მათ შორის ყოფილი რაზმელების) ინიციალები წარწერით: `გადაეცეს შემდეგში გამარჯვებულ ხალხის სასამართლოს”.

გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

პირველი ფოტოები ახალდათოვლილი გომისმთიდან

3 დაღუპული და 5 დაშავებული ჯარისკაცი_აფეთქება თურქეთში

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო